• რეკლამა
  • კონტაქტი
19:42, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რურუა 8 მარტის შეთანხმებაში არაა მოხსენიებული” – ვინ დაიმსახურებს ელჩის ქებას?

ალია ავტორი - ალია
17:16 06-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, მიდის თუ არა პროცესი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ იმ ფონზე, რომ ერთი ხმრივ, გიორგი რურუა საპატიმროში რჩება, მეორე მხრივ კი ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს, ასე უპასუხა:

„ორშაბათი გადამწყვეტი დღე იქნება შესრულების კუთხით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 8 მარტის შეთანხმხების ყველა მონაწილე ხმას მიცემს და დაუჭერს მხარს იმ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რაზეც შეთანხმება მოხდა.

როგორც ფასილიტატორების ჯგუფმა, ჩვენ ნათელი მოვფინეთ, თუნდაც, ერთი კვირის წინ, დამატებითი განცხადებით, რომ გვსურს, ყველა ძალამ დაუჭიროს მხარი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ჩვენი ხანგრძილივი დისკუსიის შედეგს.

ბატონი რურუა შეთანხმებაში არაა მოხსენიებული, ეს ძალიან ნათელია, ყველას შეუძლია წაიკითხოს.

ცოტა გაკვირვებული ვარ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიმდინარეობს დისკუსია, რომლითაც ისინი ცვლილებების მიღების შესაძლო ჩავარდნის შესახებ ერთმანეთზე დანაშაულის მიწერას ცდილობენ: ოპოზიცია ამბობს, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში ჩავარდება, მაშინ უმრავლესობის ბრალი იქნება და უმრავლესობა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლო ჩავარდნა ოპოზიციის ბრალი იქნება, რომელიც მონაწილეობას არ იღებს ხმის მიცემაში.

მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი არ ეხება ბრალს, არამედ დამსახურებას: თუ, როგორც ვიმედოვნებ, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება, მაშინ ქებას ექსკლუზიურად ისინი დაიმსახურებენ, ვინც ამას პარლამენტში დაუჭირა მხარი

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ქნირშმა განაცხადა, რომ უგულავა, უქრუაშვილი და რურუა ოფიციალურად მოხსენიებულები არ იყვნენ შეთანხმებაში, თუმცა მოლაპარაკებების დროს მათი გვარები გაჟღერდა.

როგორც ფასილიტატორებს და დიპლომატებს, გვსურდა, პატივისცემა გამოგვეხატა ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ და არ გვსურს, შევიდეთ მათთან დავებში. უნდა შევეგუოთ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა თუ პარტია თავის ინტერპრეტაციას აკეთებს და რაღაცებს ამბობს ამ შეთანხმების შესახებ. ქართველ ხალხს უნდა მივანდოთ იმის გადაწყვეტა, როცა ერთი ადამიანი კის ამბობს, მეორე – არას, ეს შეთანხმებაა თუ შეუთანხმებლობა.

რა თქმა უნდა, პოლიტიკური დიალოგის პროცესში 8 მარტამდე, ეს სახელები მოხსენიებული იყო, და ოპოზიციური პარტიების შეშფოთების ნაწილს წარმოადგენდა. უგულავას და ოქრუაშვილის შემთხვევაში ეს შეწყალება იყო, ის, რაც შეიძლება, ნებისმიერ ქვეყანაში სამართლებრივად მოხდეს, და ასევე, პოლიტიკურ პარტიებს შორის დაძაბულობის შემსუბუქებაში წვლილის შეტანის მცდელობა – ჩვენ ეს ასე დავინახეთ და მივესალმეთ კიდეც“

ინტერპრესნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved