• რეკლამა
  • კონტაქტი
02:34, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუმინეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა, წინა ორი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი

ალია ავტორი - ალია
15:22 11-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
296

თამარ ბერუჩაშვილი რუმინეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თამარ ბერუჩაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, წინა ორი ხელისუფლების დროს და ამ ხელისუფლების პირობებშიც, მაგალითად:

2000-2003 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა;

2003-2004 წწ. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო კანცელარია;

2004-2004 წწ. სახელმწიფო მინისტრი ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;

2004-2011 წწ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;

01/2011-10/2012 წწ. ვიცე-პრემიერის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი; (ვანო მერაბიშვილის პრემიერობის პერიოდი – (4 ივლისი, 2012 – 25 ოქტომბერი, 2012)

2012-2013 წწ. ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

2013 – 2014 წწ. – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

2014–2015 წ.წ. – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

რაც შეეხება განათლებას:

1978-1985 წლებში სწავლობდა მოსკოვის პ. ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ასევე უცხო ენათა ფაკულტეტზე (ფრანგული ენა). კვალიფიკაცია — ქიმიკოსი — მკვლევარი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი, თარჯიმანი.

1992-1993 წლებში სწავლობდა ლიმერიკის უნივერსიტეტში (ლიმერიკი, ირლანდია). პროფესიონალური ტრენინგი — ევროპათმცოდნეობა და ინგლისური ენა.

1996-1998 წლებში სწავლობდა აშშ-ში, ბლუმინგტონში, ინდიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო და შედარებითი ურთიერთობების ფაკულტეტზე. 1998 წელს მიიღო საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MPA).

2002-2006 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, ასპირანტურა. კვალიფიკაცია — ეკონომიკის დოქტორი.

 

საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოფიციალური თბილისი არ აპირებს, მიხეილ სააკაშვილის ოდესის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნის გამო უკრაინას საპროტესტო ნოტა გაუგზავნოს.

თეგები: თამარ ბერუჩაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved