ჟურნალისტი, ირაკლი აბესაძე:
ეს რუხაძე ,,ტვ იმედს” კი გაემიჯნა, სანქციებისგან თავის დაღწევის მცდელობაში (თანაც ეს მისთვის ფინანსური ტვირთი და თავის ტკივილი იყო, იმდენად, რომ ისიც კი აქვს ნათქვამი, ჩემივე იმედს არ ვუყურებო), მაგრამ ამავე მიზნით ივანიშვილსაც გაემიჯნება?! ვისთან ერთადაც ასეულობით მილიონს შოულობს, სხვათაშორის საეჭვოდ და აშკარად კანონდარღვევით მათთვის შექმნილ ფაქტობრივად უკონკურენტო გარემოში
გუშინ გამოქვეყნებული აუდიტის ანგარიშით ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი რუხაძის ,,ქართული ცემენტი”-ს (ყოფილი ,,ჰაიდელბერგ ცემენტი”) 2024 წლის მოგება 189 მილიონი ლარი იყო (წინა წელთან შედარებით გაორმაგებული).














კომენტარები