• რეკლამა
  • კონტაქტი
17:12, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუბიო: ირანი ურანის გამდიდრებას უნდა შეეშვას

ალია ავტორი - ალია
20:21 05-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
119

ბირთვული პროგრამის შესახებ აშშ-ირანის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გადადების ფონზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანი ურანის გამდიდრებასა და შორი რადიუსის რაკეტების განვითარებას “უნდა შეეშვას” და სამხედრო ობიექტებზე ინსპექტორები დაუშვას.

რუბიოს კომენტარი ხაზს უსვამს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული დაპირისპირების გადაწყვეტის მიზნით დაწყებულ მოლაპარაკებებში საკამათო საკითხების კვლავ არსებობას, რომლის პარალელურადაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს დაბომბვით ემუქრება, თუ ბირთვულ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს.

“ისინი ტერორისტების მხარდაჭერას უნდა შეეშვან, ისინი [იემენელი] ჰუსიტების დახმარებას უნდა შეეშვან, ისინი შორი რადიუსის რაკეტების წარმოებას უნდა შეეშვან, რომელთა არსებობას აზრი არ აქვს, თუ ბირთვული იარაღისთვის [არ ამზადებენ] და ისინი ურანის გამდიდრებას უნდა შეეშვან”. – თქვა რუბიომ Fox News-სთან ინტერვიუში.

სახელმწიფო მდივნის კომენტარის საპირისპიროდ, ირანს ხშირად განუცხადებია, რომ საკუთარ სარაკეტო პროგრამას ან ურანის გამდიდრებას არ შეაჩერებს. ურანის გამდიდრება პროცესია, რომელიც ატომური ელექტროსადგურებისთვის საწვავის წარმოებას ითვალისწინებს, თუმცა ურანის გამდიდრების გზით ბირთვული ქობინის დამზადებაც შესაძლებელია.

როგორც ირანელმა მაღალჩინოსანმა Reuters-სთან საუბრისას თქვა, ვაშინგტონსა და თეირანს შორის რომში დაგეგმილი მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გადაიდო, ხოლო ახალი თარიღი “აშშ-ს მიდგომაზე დაყრდნობით” დაითქმება.

რუბიოს თქმით, ირანმა საკუთარი ბირთვული ენერგიის პროგრამისთვის ურანის ნებისმიერ დონეზე გამდიდრების ნაცვლად, უკვე გამდიდრებული ურანის იმპორტი უნდა განახორციელოს.

“თუ გაქვს შესაძლებლობა, ურანი 3.67%-ზე გაამდიდრო, მხოლოდ რამდენიმე კვირაა საჭირო, რომ ჯერ 20%-ზე, შემდეგ 60%-ზე, შემდეგ კი 80-90%-მდე ახვიდე, რაც [ბირთვული] იარაღის დამზადებისთვის გჭირდება”. – თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

ირანი ამბობს, რომ მას 1968 წლის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების საფუძველზე ურანის გამდიდრების უფლება აქვს. ქვეყანა ბირთვული ბომბის შექმნის მცდელობებს უარყოფს.

როგორც რუბიომ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, ირანმა უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ ამერიკელები შესაძლოა, ინსპექტირების ნებისმიერ რეჟიმში ჩაერთონ, ხოლო ინსპექტორებს წვდომა უნდა ჰქონდეთ ნებისმიერ ობიექტთან, მათ შორის, სამხედრო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved