• რეკლამა
  • კონტაქტი
03:34, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რწმენას არ სჭირდება რიტუალები, არც ღამეების თენება ეკლესიებში, არც მღვდლების დაკრულზე პარპაში, არც გაუგებარი ლოცვები“ – დომენიკ მანგოს პასუხი

ალია ავტორი - ალია
20:08 01-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
310

სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო:

„მე მინდა საჯარო წერილით ვუპასუხო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ზოგჯერ ზურგს უკან ამბობს, ზოგჯერ კი პირისპის მაგრძნობინებს, რომ ხან ე.წ “იაღოველი” (სწორად ითქმის იეჰოვა), ხან 50-იანელი, ხან კათოლიკე და ხანაც სატანისტი ვარ.
პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ჯერ თავად გაიგეთ რა ხართ, სანამ სხვის სარწმუნოებაში დაიწყებთ ქექვას. რაც შეეხება ჩემს რწმენას, მე ვცდილობ ვიყო ქრისტიანი, თუმცა ჩემს რწმენას არ სჭირდება არც მართლმადიდებლის წოდება, არც იეჰოვას, არც ორმოცდაათიანელის და არც კათოლიკეს. რწმენას არ სჭირდება რიტუალები, არც ღამეების თენება ეკლესიებში, არც მღვდლების დაკრულზე პარპაში, არც გაუგებარი (დილის, შუადღის, საღამოს, შუაღამის, დედის, მამის, ძმის, დის, ბებიის, ბაბუის და ა.შ) ლოცვები. ჩემთვის ლოცვა არსებობს მხოლოდ ერთი, მამაო ჩვენო და იმ ლოცვასაც გულში ვკითხულობ. რაც შეეხება ხატებს, მე არ ვდგები ხატებთან და იქ არ ვლოცულობ, არც ოქროს ჯაჭვებს და ძვირფასეულობას ვკიდებ ზედ. ხატები ჩემთვის სათაყვანო კი არა, მოგონების საშუალებაა. იდგე ხატთან და ევედრებოდე/ლოცულობდე, სრულიად გაუკუღმართებული ქრისტიანობაა, რომელიც ამბობს: “არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.”. თუ იმის გამო ვიზრახები, რომ ბიბლიის მიხედვით მესმის ქრისტიანობა და ისე ვიქცევი, როგორც შემიძლია, მაშინ ჰკითხეთ საკუთარ თავს, თქვენ რა გესმით ან რას ცდილობთ?
ჩემთვის პატივი ღმერთს სიკეთით და სიყვარულით მიეგება, უპირობოდ. სამარხვო შაურმით კი არა ან საათობით ღამისთევებზე დგომით კი არა, არც იმით რომ მარხვით ვიწონებდე თავს სხვების დასანახად (ისიც არ იცით, რომ მარხვა არ უნდა გაამხილო და მხოლოდ საჭმლით არ ხდება) – ღამეები ვცდილობ გავათენო უპოვართათვის, მშიერთათვის, გარიყულთათვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენგან იდევნებიან! ღმერთი არ ცხოვრობს კედლებში, ის ყველგანაა სადაც გარიყულები, მშიერები, ზურგშექცეულები და შეგინებულები დგანან, რადგან ავადობას სჭირდება მკურნალი. მთელი პრობლემა მაინც ის არის, რომ თავად არ გესმით რა არის ქრისტიანობა და სხვისკენ იშვერთ თითს, ვინც თქვენსავით ბრმად და ყრუდ არ იქცევა. ან და რა უნდა გელაპარაკოთ იმაზე, რაც არც იცით და სხვასაც აბრკოლებთ ცოდნისკენ. ერთი პატარა წიგნი ვერ გადაშალეთ ქრისტიანობის გასაგებად და ასე მარტივად გგონიათ თავი ქრისტიანები.“
თეგები: დომენიკ მანგო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved