• რეკლამა
  • კონტაქტი
08:48, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,რთულია ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის“ – ვატო შაქარიშვილი

ალია ავტორი - ალია
22:40 09-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,417

,,ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი:

,,მიზეზთა გამო თავს ვიკავებდი კომენტარისგან, სანამ სასოწარკვეთილი კაცის პირადი შურისძიების მცდელობა, ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში არ გადაიზარდა.
მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, ახალი პარტიის მშენებლობის პროცესში ვარ, რომელმაც ქართულ პოლიტიკას შინაარსი უნდა დაუბრუნოს და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, ამიტომ გარკვეულ ეტაპამდე ეს ყველაფერი ჩემი ინტერესის მიღმა იყო. თანაც, პირადი ნაცნობობის და მორალურ-ეთიკური ფაქტორების გამო, ემოციურადაც რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის.
ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო და უმნიშვნელოვანეს დროს ანდეს მას ქვეყნის მართვა, თანაც ხელმეორედ(!). მაგრამ ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე.
მართალია ღარიბაშვილმა სამრთლებრივი არგუმენტების არარსებობიდან გამომდინარე თავშივე დაანონსა პოლიტიკური “ბრძოლა”, მაგრამ პროცესის და მასში ჩართული პირების ოდიოზურობამ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა.

მორალს მიღმაა, ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო. ამ საწყალ კაცს, ვისაც ღარიბაშვილი ახსენებს, ბევრი თბილისელი იცნობდა, მას ხშირად ვხედავდით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მუდმივად სხვადასხვა ამპლუაში – ხან სასულიერო პირის,(ცხადია თვითნებურად) ხან პოლიტიკური აქტივისტის და ხანაც მოწყალების მთხოვნელის…

ასეთი ადამიანის სულიერი ტრაგედიით და მისი გარდაცვალებით სპეკულირება ცხადია ვერანაირ პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზრდება, ვერც ღარიბაშვილს დაიცავს, ვერც კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოადგება ჟანგბადად, უბრალოდ დაიწერება თანამედროვე ქართული პოლიტიკის ისტორიის კიდევ ერთი სამარცხვინო თავი!“

თეგები: ვატო შაქარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved