პალიტრანიუსის ეთერში პარტია კანონი და სამართალის ლიდერი თაკო ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას პასუხობს:
“ბოიკოტი მოსაფიქრებელია და მათი სურვილების მიხედვით არ დავდივარ. ახლა უკვე მოსაფიქრებელი თემაა. როდესაც ვეუბნებოდი, არამხოლოდ მე, არამედ ნაციონალური მოძრაობაც, ნუ შეხვალთ, მოითმინეთ და ჩვენ მეტს წამოვიღებთ ბოიკოტით, ნუ დაუკარგავთ აზრს ბოიკოტს, მაშინ არ დაგვიჯერეს და შევარდნენ.”
შეგახსენებთ, ხაზარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, თუ ქართული ოცნება უზენაესის მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტი დატოვონ.
კომენტარები