• რეკლამა
  • კონტაქტი
04:04, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როცა წავედი საქართველოდან, მართლა საჭმლის ფულის პრობლემა მქონდა და ეს დედაჩემმა კარგად იცის – მიხეილ სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:26 12-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ვინ მასამართლებს მე, ადამიანს, რომელსაც არაფერი არ წამიღია საქართველოდან, თითზე გადასახვევიც კი – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის პროცესზე განაცხადა.

“ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში, სადაც ბიუჯეტში იყო 0, სადაც იყო მრავალი თვის გაუცემელი პენსიები და ხელფასები. მე კარგად მახსოვს, გვაჩუქეს სურათი: ორი მოხუცებული წყვილი ზის კომოდთან, ეს კომოდი არის ცარიელი და მიწერილი ჰქონდა ამ სურათს – “მიშა ამივსე ძალიან გთხოვ ეს კომოდი”. ჩვენ რაც შევძელით – ავავსეთ. ჩვენ საქართველოს ბიუჯეტი გავზარდეთ 12-ჯერ, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ – ე.ი. ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სამუშაო ადგილები გაიზარდა თითქმის ორჯერ. ახლა ვართ, როგორც იცით მსოფლიოში მე-5 ადგილას უმუშევრობით.

რაც მთავარია, ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში, ავავსეთ ის და წავედით ცარიელები. სანდრა და ჩემი შვილი ნიკუშა ცხოვრობენ იმავე სახლში, რომელიც ჩვენ გვაჩუქა სანდრას მამამ – ედუარდმა.

დედაჩემი აქამდე ცხოვრობდა იმ სახლში, სადაც მე გავიზარდე და გადავიდე ბებიაჩემის და ბაბუაჩემის 94-95 წელს დაწყებულ რაღაც მშენებლობაში, როგორც იქნა ის მშენებლობა დამთავრდა და იქ არის გადასული ახლა.

ყვარელში ვერ დავამთავრე ის, რაც მინდოდა, აუცილებლად დავამთავრებ. მაქვს იქ რაღაც ოცნება, პატარა კრედიტი გამოვიტანო და ერთი 40 ნომრიანი სასტუმრო გავაკეთო, მაგრამ დღეს რაც არის ყველას შეგიძლიათ წახვიდეთ და ნახოთ.

იყო დრო, როცა წავედი საქართველოდან, მართლა საჭმლის ფულის პრობლემა მქონდა და ეს დედაჩემმა კარგად იცის, მერე დავიწყე ლექციების კითხვა და ბოლო წლებში უკრაინაში ვარ და ვაღიარებ ასე კარგად არასდროს არ ვყოფილვარ იმიტომ, რომ როგორც იქნა მოხდა ეს ბიზნეს სექტორის მიერ და ზოგადად სახელმწიფოს მიერ ჩემი გამოცდილების დაფასება კანონით.

მაგრამ, ვინ მასამართლებს მე, ადამიანს, რომელსაც არაფერი არ წამიღია საქართველოდან, თითზე გადასახვევიც კი. ვინ მასამართლებს მე?” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved