სამოქალაქო აქტივისტი, მიშა კაჭკაჭიშვილი:
„მართლა არ ვაპირებდი არაფრის დაწერას
როცა რუსი უკუპანტის ტანკს 20 მეტრში ნახავთ და არა ტელევიზორში, როცა თქვენს გვერდით დაჭრილ მეგობარას საკუთარი სიცოცხლის ფასად ზურგით გამოიყვანთ, როცა თქვენს მშიერ და გაჭირვებულ მეზობელს იმას უყიდით, რასაც თქვენთვის ყიდულობთ საჭმელად, როცა მომაკვდავ ძაღლს გვერდით არ ჩაუვლით, როცა საკუთარ ბოლო კაპიკებს გაიღებთ სხვების დასახმარებლად, როცა სხვების დაღვრილი სისხლით გამარჯვებას არ იზეიმებთ, როცა ჯვარი სამკაული არ იქნება თქვენს კისერზე და თქვენზე დიდი სანთლის დანთების ძიებაში არ იქნებით, როცა ისე იცხოვრებთ, როგორც ლაპარაკობთ, როცა არ შეგეშინდებათ სიმართლის თქმის გამო ციხეში წასვლის, მაშინ აფრიალეთ პატრიოტული დროშები, მკერდზე მაშინ ირტყით მჯიღები და მაშინ ლანძღეთ ის ხალხი, ვისაც თავისი აზრის თქმის და დაწერის არ ეშინია.
სხვისი ხელით მოგებული ომის ზეიმი, როცა სოროში იმალები, სულ მცირე სამარცხვინოა.
დანარჩენი მერე“
კომენტარები