• რეკლამა
  • კონტაქტი
04:39, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როცა შევუღლდით, მას ოფიციალურად ცოლი ისევ ჰყავდა, მაგრამ, ისეთი გრძნობა გვქონდა, წინ ვერავინ დაუდგა” – ოთარ ტატიშვილის ცოლი

ალია ავტორი - ალია
17:26 06-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,583

ექიმის, მსახიობისა და ტელეწამყვანის, ოთარ ტატიშვილისა და თიკა სვანიშვილის ოჯახი უკვე 25 წელს ითვლის. ოთარისთვის ეს მეორე ქორწინებაა, პირველიდან ორი ბიჭი ჰყავს.

თიკა სვანიშვილი „სარკესთან“ ჰყვება:

სხვათა შორის, დედამ რომ გაიგო, მე და ოთარს რომანი გვქონდა, რა თქმა უნდა, არ ესიამოვნა და მითხრა, ერთადერთი, რაც შენ გამართლებს, შენი ასაკიაო. 19 წლის ვიყავი. დედამ მითხრა, ახლა ვერ ხვდები რაღაცებსო და მართალიც იყო. დღეს რომ ვიდგე იმავე გადაწყვეტილების წინაშე, ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდებოდი. იმას არ ვამბობ, რომ ვნანობ. ერთი წამითაც არ მინანია, ისევ ისე გავივლიდი იმ ყველაფერს, როგორც გამოვიარე. მე იმას ვამბობ, რომ თურმე იმაზე მეტად სანერვიულო იყო, ვიდრე მეგონა.

ახლა ძალიან ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ჩემს შვილს ორი უფროსი ძმა ჰყავს, რომლებიც მისთვის ყველაფერი არიან. შოთიკო ნანიკოზე ორი წლით უფროსია. ყოველწამიერი ურთიერთობა აქვთ და ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!

ძალიან რთულად გადასატანი იყო ჩემთვის ჭორები. ინსტიტუტში ოთარი ერთ-ერთი პოპულარული ბიჭი იყო, რომელსაც ყველა იცნობდა. როცა შევუღლდით, მას ოფიციალურად ცოლი ისევ ჰყავდა, ამას არ უარვყოფ. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, მაგრამ ჩვენ ისეთი გრძნობა გვქონდა, რომელსაც დედამიწის ზურგზე წინ ვერავინ დაუდგა…“

თეგები: ოთარ ტატიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved