• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როცა შენი ხალხის წინააღმდეგ იღერებ მუშტს, მაშინ რანაირი მმართველი ხარ” – გამზარდია

ალია ავტორი - ალია
16:43 10-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,328
ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია:
რა აზრი აქვს ამ სიტყვებს, მაგრამ… პრემიერი არ უნდა იმუქრებოდეს, პრემიერი თუ ლაპარაკობს აქციის შესახებ, უნდა ამბობდეს, რომ მოუსმენს ამ ხალხს, სულ რომ აზრი არ ჰქონდეს, უნდა სთავაზობდეს საუბარს, დიალოგს, რადგან ხელისუფლების მოწინააღმდეგე მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსი კი არ არის, არამედ ზღვა ხალხია, რაც არაერთხელ გამოჩნდა. პრემიერი სულ რომ თავს მართლად მიიჩნევდეს, ორგანიზატორებზე კი ცუდ ფიქრობდეს, მოწინააღმდეგე, უკმაყოფილო ადამიანი ბევრად მეტია, აქციაზე მყოფ ყოველ ადამიანზე ბევრი ის უკმაყოფილო მოდის, ვინც აქციას ამა თუ იმ მიზეზით არ ესწრება და პრემიერი თუ მართლა პარტიის პრემიერი არაა და ქვეყნის პრემიერად მიიჩნევს თავს, ფორმალურად მაინც უნდა ცდილობდეს რაღაც შემხვედრის თქმას და გაკეთებას.
ეს ყველაფერი ძალაუფლების მართვის ანბანია, ყველაზე მინიმუმია.
რა პოზიციებსაც ხელისუფლება გამოხატავს, ის თავის თავს მხოლოდ მცირე ჯგუფის ხელისუფლებად გამოხატავს, მხოლოდ პარტიული ხელისუფლების სახით გამოდის და მერე ნუ ეწინააღმდეგებიან, როდესაც “ქართული ოცნების” პრემიერს უწოდებენ.
როცა იცი მმართველმა (კობახიძე იქნება თუ ივანიშვილი) რომ ფეთქებადი შეიძლება გახდეს მოცემულობა და იმუქრები, ამით ხომ ნავთს ასხამ ცეცხლზე, ამით ხომ შენი ხალხის წინააღმდეგ იღერებ მუშტს, მაშინ რანაირი მმართველი ხარ.
რაც გინდა მიუღებელი იყოს მმართველისთვის ის ხალხი, ვინც ეწინააღმდეგება, მმართველი მაშინაა სახელმწიფოს ლიდერი, როდესაც კი არ იმუქრება, არამედ რაღაცას სთავაზობს, თუნდაც აზრი არ ჰქონდეს, მაგრამ ეს არის ერთადერთი სწორი ტონი საკუთარ ხალხთან ურთიერთობისა.
რასაც გინდა ფიქრობდე იმ ყველაფერზე, რაც ხდება, რაც გინდა არ გჯეროდეს, რაც გინდა ცუდ კუდებს ხედავდე, ამ ყველაფრის იქით ათასობით ადამიანია და არ შეიძლება ცუდი უსურვო ამ ადამიანებს.
ღმერთმა დაიფაროს საქართველო და ღმერთმა დაიფაროს ყველა ის ადამიანი, ვინც გულწრფელად იგდებს თავს საფრთხეში თავისი იდეალებისთვის ბრძოლაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved