• რეკლამა
  • კონტაქტი
23:53, ოთხშაბათი, 28 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როცა შეგიძლია და ამას არ აკეთებ, შენი ყველა სხვა საქმის ფასი არის გახვრეტილი ორშაურიანი და ნახევარი დამპალი ქიშმიში!” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
14:05 01-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,083

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე

საქართველოში მრავლად არიან ძალიან განათლებული, ნაკითხი, ბევრისთვის პატივსაცემი ადამიანები, რომლებთაც ტომები აქვთ დაწერილი ან პირდაპირ ეთეში ათობით საათი აქვთ ნალაპარაკები ერთი კაცის მრავალმილიონიანი გადარიცხვის დრობით (თუნდაც უსამართლოდ) შეფერხების თაობაზე.
ისინი ამტკიცებენ, რომ ბ-ნი ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც ებრძვის “გლობალური ომის პარტია”. “გლობალური ომის პარტიის” განსაკუთრებული მონდომების მიუხედავად ივანიშვილი იმდენად ძლევამოსილია, რომ სალი კლდესავით დგას და უკან არ იხევს, საკუთარი სამშობლოსთვის, მისი კეთილდღეობისთვის უანგაროდ სწირავს თავს.
ამ, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სასიამოვნო და სიყალბეშეპარულ ძალისხმევაზე დაკვირვება რამდენიმე კითხვას აჩენს:
1. რატომ აქვთ ხმა ჩაგდებული გლობალური სამართლიანობისთვის და მშვიდობისთვის მებრძოლ ჟურნალისტებს, ულტრაინტელექტუალებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, საზოგადო მოღვაწეებს, პოლიტიკოსებს მაშინ, როდესაც შუა ზამთარში თაღლითები და გამომძალველები უკანასკნელი საცხოვრისიდან აძევებენ უმწეო ადამიანებს, ბავშვებს, მოხუცებს, შიზოფრენიით გატანჯულ მოქალაქეებს ?
როგორ შეიძლება ვირწმუნოთ იმ ადამიანების პატიოსნების, რომელთაც “ლიბერალიზმით დაავადებული სამყაროს განკურნება”, “სამი ოჯახის მიერ დამონებული ევროპის გათავისუფლება” სურთ და ხმას არ იღებენ გვერდით მცხოვრებთა აშკარა, ცინიკურ, ძალადობრივ ჩაგვრაზე?
ამ საკითხზე დუმილი ამორალურია, გარყვნილებაა!
2. რა გაუხდა ძლევამოსილ, უკეთილშობილეს, უმდიდრეს, უშიშარ და თავდადებულ ადამიანს, რომელიც მსოფლიოს მმართველებს უწევს მედგარ წინააღმდეგობას, ადგილობრივი სპეკულიანტებისთვის ადგილის მიჩენა?
თუ მსოფლიოს მმართველ სამ ოჯახს და ხუთ კლანს არ ეპუება, სესხის გაცემისა და ვალის იმგვარი სტანდარტების დაწესებას, რომელიც ადამიანებს თაღლითობისგან და სოციალური განადგურებისგან დაიცავდა, რაღა უნდა?
როცა შეგიძლია სახელმწიფოში ისეთი წესრიგის დამყარება, რომელიც ყველა მოქალაქეს ღირსეული საცხოვრებლის მოპოვებაში დაეხმარებოდა ან/და უკანასკნელი საცხოვრებლის დაკარგვისგან გადაარჩენდა, და ამას არ აკეთებ, შენი ყველა სხვა საქმის ფასი არის გახვრეტილი ორშაურიანი და ნახევარი დამპალი ქიშმიში !!! და შენი გულწრფელობისა და კეთილშობილების აღარვის სჯერა!
—
ამ ქვეყნის გადარჩენის გზა გადის სამართლიან საბინაო პოლიტიკაზე! თუ ბინა, ჭერი, კერა ხელმისაწვდომი არ იქნება ყველაზე ღარიბისთვისაც კი, საქართველოში ოჯახს აღარავინ შექმნის, შვილებს აღარავინ გააჩენს და მართლა ყველა ემიგრაციაში წავა…
ჩემთვის სამშობლო მხოლოდ ტყეები და ლეგენდები, ისტორია და ლიტერატურა, დიდი ადამიანები და საიდუმლოებები არ არის!
სამშობლო აერთიანებს მრავალ სახლს, ბინას, სადაც სითბოა, შუქი ანთია, საიდანაც ბავშვების ხმაური ისმის, სამზარეულოში ერთი ნაჭერი ყველი და პური, ერთი ულუფა წვნიანი ნებისმიერი სტუმრისთვის აქვთ გადანახული და წიგნის თაროზე მრავალჯერ გადაკითხული “ვეფხისტყაოსანი” ან რაიმე სხვა გენიალური წიგნები უდევთ ( აქ ცოტა გამექცა…).
ამის მიღწევა კი მხოლოდ სპეკულიანტებთან, თაღლითებთან, ავაზაკებთან დაპირისპირებულ, სამართლიანობის დამკვიდრებაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოს შეუძლია!
თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved