• რეკლამა
  • კონტაქტი
23:25, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როცა საქმე ეხება ბანკების მიერ ხალხის ყვლეფას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხმაში იწყებს ლაპარაკს” – ვახუშტი მენაბდე

ალია ავტორი - ალია
03:50 07-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,789

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:

როცა საქმე ეხება ჩვენი საარსებო გარემოს, მიწისა და წყლის დაცვას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხმაში იწყებს ლაპარაკს – იხილეთ ნამახვანი;

როცა საქმე ეხება ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრის, წიაღისეულის საჯარო განკარგვას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხმაში იწყებს ლაპარაკს – იხილეთ ჭიათურა;

როცა საქმე ეხება ბანკების მიერ ხალხის ყვლეფას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხმაში იწყებს ლაპარაკს – იხილეთ საპროცენტო განაკვეთებზე მათი პოზიციები;

როცა საქმე ეხება მევახშეობას, ამ სოციალურ დესტრუქციას, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხმაში იწყებს ლაპარაკს – იხილეთ ამ საქმიანობის რეგულირებაზე მათი პოზიციები;

როცა საქმე ეხება რეალურ საპენსიო რეფორმა ოპოზიცია ერთ ხმაში იწყებს ლაპარაკს – იხილეთ სოლიდარობის სვეტზე მათი პოზიციები;

როცა საქმე ეხება ეკონომიკურ უთანასწორობას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხმაში იწყებს ლაპარაკს – იხილეთ სიმდიდრის გადანაწლებაზე მათი პოზიციები;

როცა საქმე ეხება ხალხისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის რეალური ბერკეტების გადაცემას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხმაში იწყებს ლაპარაკს – იხილეთ პირდაპირი დემოკრატიის მექანიზმებზე მათი პოზიციები;

როცა საქმე ეხება ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ქართული სახელმწიფოს შენებაში ჩართვას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხმაში იწყებს ლაპარაკს – იხილეთ მათი შიდა უსაფრთხოების კონცეფციები;

მესმის რომ არც ეს ხელისუფლებაა ლეგიტიმური და არც ყველა ოპოზიციური პარტიის ხედვაა იდენტური, მაგრამ ძირითადად ასე ხდება, როცა ხალხის ინტერესი ელიტისას უპირისპირდება, მთავარი პარტიების პოზიციები იდენტური ხდება. იქნებ იმიტომ, რომ ესაა რეალური ბრძოლა? ბრძოლა ელიტის და სახალხო ინტერესებს შორის და იქნებ ესაა ახლა ჩვენი წინააღმდეგობის ამოცანა, რომ ის სახალხო ინტერესების დამცველი პლატფორმა გახდეს. ასე ახლოს, როგორც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, ამ ფუნქციის შესრულებასთან რუსთაველის გამზირი არასდროს ყოფილა. საჭიროა მთელი პოლიტიკური ტრადიციის ამოტრიალება. ჩვენ ახალი საქართველო გვჭირდება, ისეთი როგორიც ის არასოდეს ყოფილა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved