• რეკლამა
  • კონტაქტი
20:06, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როცა ქალიშვილი აღარ იქნები, ცოლად მერე მოგიყვანო” – რა მოსთხოვა საქმრომ 40 წლის ქალს?

ალია ავტორი - ალია
00:59 01-27-2021
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110

“ახლა, მდიდარი და წარმატებული, გათხოვილი ქალი უნდა ვიყო. ფეხქვეშ დედამიწა ქალამნად არ უნდა მიმაჩნდეს და ზეცა ქუდად, მაგრამ ერთი ემიგრანტი ქალი ვარ – 45 წლის ქალი თავის ისტორიას “პრაიმტაიმთან” ჰყვება:

“40 წლის ვხდებოდი, როცა უნივერსიტეტში ამერიკიდან ჩემი კოლეგა ჩამოვიდა. ძალიან კარგი სამუშაო ჯგუფი შედგა. როგორც ჩვენი წესია, მუშაობის შემდეგ, ხან რესტორნებში ვპატიჟებდით ჩვენს უცხოელ კოლეგას და ხან სახლებში, ხან რეგიონებში დაგვყავდა. ინგლისური მშობლიური ენასავით ვიცი და მასთან კომუნიკაცია არ გამჭირვებია. მოკლედ, ძალიან კარგად ავეწყვეთ. პროფესიულ საქმიანობაშიც ხშირად მაქებდა და რაღაც დონეზე მეფლირტავებოდა.

სანამ ამერიკაში დაბრუნდებოდა, ცოლობა მთხოვა, გათხოვილი არასოდეს ვყოფილვარ, არც არაოფიციალური ურთიერთობა არავისთან არ მქონია. მოკლედ ქორწინებას დავთანხმდი და სასტუმროში მასთან მივედი. როცა გაიგო, რომ ქალიშვილი ვიყავი გაოცდა. გაკვირვება არ დამალა და გაბრაზებულმა მკითხა, ქალწული რატომ ხარ, ავად ხარო?! ამის გაგონებაზე მე გავოცდი და ძალიან გავბრაზდი, რას ჰქვია ავად ვარ, ეს ჩემი 40 წლის პატიოსნება და თავდაჭერილი ცხოვრება, რომელზეც ყველაზე ბოროტ ენებსაც კი არასოდეს არაფერი უთქვამთ, აუგად როგორ მოიხსენიე-მეთქი, ვსაყვედურობდი.

მერე, მითხრა – ამის გამო ნუ ვიჩხუბებთ და ნუ დავშორდებით. ჩვენ წინ მშვიდი და ბედნიერი პირადი ცხოვრება, უზარმაზარი სამეცნიერო მუშაობდა და კარიერული წინსვლა გველის, ოღონდ ეგ პრობლემა (ქალიშვილობა) როგორმე მოიგვარე და მზად ვარ, ცოლად მოგიყვანოო. სასტუმროდან სასოწარკვეთილი წამოვედი…

ჩემს კოლეგებს, რომლებთანაც ვმეგობრობდი შეხვედრა ვთხოვე. გავუზიარე ჩემი ტკივილი და პასუხად ხანგრძლივი სიცილ-კისკისი მივიღე. ვერ ყოფილა კარგად ეგ შენი ამერიკელი პროფესორი დიმიტრი გელოვანიო, მითხრეს და ამ თემაზე ხუმრობა განაგძეს.

ისე დავიბენი ამ დამამცირებელი და ერთი შეხედვით, მარტივად მოსაგვარებელი “პრობლემით”, რომ ქირურგთან ვიზიტი და საქალწულე აპკის გაჭრა ვერ მოვიფიქრე. ამის გამო, მე გაუთხოვარი დავრჩი, ის კი შტატებს დაუბრუნდა.

ამასობაში, 45 წლის გავხდი. უკვე 2 წელია იტალიაში ვცხოვრობ. ჩემი ხელფასით მოხუც მშობლებს კარგად ვერ ვარჩენდი, ამიტომ უნივერსიტეტი დავტოვე და ბადანტე გავხდი, ეს მომვლელს ნიშნავს.

ერთი შეხედვით, ეს კურიოზია, მაგრამ მეორე მხრივ, მთელი ჩემი ცხოვრება და თვალსაწიერი, საზოგადოებრივი ნორმების დაცვის აუცილებლობა და წესიერება, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიცხოვრე, გამიცამტვერდა. ძალიან რთულია მენტალური განსხვავებები და ორ ცივილიზაციასა და კულტურას შორის ჭყლეტა, გახლეჩა.

ჩემი ამერიკელი აწ უკვე ყოფილი საქმროსიც მესმის, მისთვის ავადმყოფობაა ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებზე უარის თქმა, მაგრამ აღარ მესმის ჩვენი საზოგადოების დაწესებული მკაცრი ჩარჩოების, რომელსაც ცხოვრება შევწირე, მარტო დავრჩი და უცხო მიწაზე მომვლელად ვიქეცი.

არა და, ახლა, ამერიკაში, ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში მეცნიერად უნდა მემუშავა, ძალიან მაღალი ანაზღაურებით და სტაბილური ცხოვრებით, თანაც ქმართან ერთად. იქნებ დედაც გავმხდარიყავი, ვინ იცის…”

თეგები: ემიგრანტები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved