• რეკლამა
  • კონტაქტი
03:53, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როცა ლომი კატას აკრიტიკებს, ამაში გასაკვირი რა არის?!“- დინი ვირსალაძე ხატია ბუნიათიშვილზე

ალია ავტორი - ალია
14:57 02-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
645

ელისო ვირსალაძის მიერ მისი უმცროსი კოლეგის შესახებ გაკეთებულმა შეფასებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მსოფლიოში ცნობილმა პიანისტმა “ვინ არის მთავარი პიანისტი”- ამ თემაზე Youtube არხზე ЕщёнеПознер-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. სწორედ ამ ინტერვიუში კონკრეტულად ხატია ბუნიათიშვილზე დასმულ შეკითხვას მან ასეთი პასუხი გასცა.

„საშინელება… თქვენ პოპულარობის მიხედვით არჩევთ, ხომ… უდავოდ, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ რასაც ის აკეთებს, ეს საშინელებაა. მაქვს შეგრძნება, რომ განათლება აკლია. თუმცა დღევადელ დღეს ეს არ მიკვირს, რადგან ასე ბევრი უკრავს. ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება მიუღებლად მიმაჩნია. ეს ცუდია დამწყები პიანისტებისთვის, რომლებიც ამას უყურებენ და ჰგონიათ, რომ ასეა საჭირო” – განაცხადა პიანისტმა ხატიაზე. 

ელისოს შეფასებას ცნობილი ქართველების კრიტიკა მოჰყვა.

დავით გერსამია: ამ ვითომ „მეტრებს“ ნეტავ ბოღმა არ მოკლავდეთ… საბჭოთა ინტელიგენცია.

გია როინიშვილი: შენ ეტყობა როსინის და ვერდის „სიყვარულის“ ამბავი არ გახსოვს… არც „საბჭოთა“ იყვნენ და არც „ინტელიგენტები“ ბოღმა ერთერთი უძველესი „პროფესიაა“ სამწუხაროდ და ძალიან „თანამედროვეც“.

სტეფანე მღებრიშვილი: ნავტალინის აბაზანები მოქმედებს ცუდად.

მაია დარსმელიძე: „გოსპაძი, თუ ოდესმე ასეთი სტარაя პერძя უნდა გავხდე, ეგრევე ამზიდე და ნუ დამაბერებ, ქთხოუ“.

პიანისტი დინი ვირსალაძე მამიდის მიმართ ატეხილ ნეგატიურ აჟიოტაჟს „პრაიმტაიმის“ მეშვეობით პასუხობს.

დინი ვირსალაძე: – ელისო ვირსალაძე მსოფლიო დონის საუკეთესო ათი პინისტის სიაშია შესული. ასეთი განძი გვყავს. იმიტომ კი არა, რომ ჩემი მამიდაა, ეს ფაქტია. ერთ საათიან ინტერვიუში, სადაც ყველა მისი სიტყვა სიბრძნე, ღრმა და ინტელექტუალურია, მეტი სხვა საინტერესო ვერაფერი ნახეს, რომ ეს მეასე ხარისხოვანი ნაწილი აქციეს მთავარ ამბად? ეს არის ჩვენი ტრაგედია. ყველას ვურჩევ ქალბატონი ელისო ვირსალაძის მთლიანი ინტერვიუ მოისმინოს.

– და თქვენი პოზიცია, როგორც პროფესიონალი პიანისტის, როგორია ბუნიათიშვილთან მიმართებაში?

– მე რა უნდა ვთქვა, როცა ასეთი გიგანტი აფასებს. ელისო 52 წლის მანძილზე მსოფლიოს სამი კონსერვატორიის – მიუნჰენის, ფლერენციის და მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი გახლავთ. მოსკოვის კონსერვატორია მსოფლიოში საუკეთესოა. ასეთი მუსიკოსი რომ შეფასებას ამბობს, მასთან შედარებით მე ვინ ვარ, რომ რაღაც ვთქვა. ხატიაზე ამბობს ტალანტია, მაგრამ… და რასაც ამბობს. ერთია, რომ მას, როგორც შემსრულებელს, თაყვანისმცემლები ყავს და ღმერთმა გაუმარჯოს. ელისო ვინმეს ერჩის? ვინც ტალანტია, ყველაზე თქვა რომ ასეა. მით უმეტეს, ეკითხებიან კონკრეტულად, ხომ არ ჭორაობს? ერთმა ქალტონმა ძალიან კარგი კომენტარი მიაწერა, როცა ლომი კატას აკრიტიკებს, რა მოხდა, რა არის აქ გასაკვირიო. ცოტა დავაფასოთ ელისოსნაირი ადამიანები. 

პრაიმტაიმი

თეგები: ხატია ბუნიათიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved