• რეკლამა
  • კონტაქტი
20:45, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, როცა გაწყობდათ, მაშინ ყველაფერი კარგი იყო! ახლა რას უტრა@ებთ?” – სამირა ბაირამოვა მიხეილ სააკაშვილს

ალია ავტორი - ალია
19:42 10-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
created by photogrid

created by photogrid

Facebook-ზე გაზიარება
90

უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ-პოსტს ეხმაურება:

,,მე არაფერს ვამბობ აზერბაიჯანის პოლიტიკაზე. რადგან აქცენტი უხეშად გადაიტანეთ საქართველოს აზერბაიჯანელებზე, სწორედ ამ საკითხზე დავწერ მარტო.

ბატონო მიხეილ სააკაშვილო, თუ ირანის გავლენა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებზე გაწუხებდათ, მაშინ 2011 წელს რატომ მიეცით „ალ-მუსტაფას“ საქართველოში ოფიციალურად მუშაობის უფლება?

თუ პოლიტიკური ლიდერი დღეს კონკრეტულ საფრთხეზე საუბრობს, ლოგიკურია დაისვას კითხვა: რა გადაწყვეტილებებს იღებდა თავად ხელისუფლება მაშინ, როდესაც ამ საფრთხის არსებობაზე საუბარი შეიძლებოდა?

საქართველოს აზერბაიჯანელების ცენტრია მარნეული. თქვენ კი მშვენივრად იყავით იმ ხალხთან, ვინც ირანთან ახლოსაა. თქვენი პარტიის რეგიონის წარმომადგენელი და კანდიდატი ყოველთვის პროირანული იყო! ეს მშვენივრად იცოდით. ახლა ბოკერიასავით ორპირობას ხომ არ დაიწყებთ? როცა გაწყობდათ, მაშინ ყველაფერი კარგი იყო! ახლა რას უტრა@ებთ?

თუ ვინმეს აშშ-ის საელჩოს მოწონების მოპოვება უნდა, გაითვალისწინოს, რომ აშშ-ის საელჩოს მაღალი დონის ანალიტიკოსები და პოლიტიკური ატაშეები ჰყავს და ყველაფერი კარგად იციან ყველაფერზე.

რელიგიის თავისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი, ჰიჯაბის ტარება შეიძლება რელიგიური მრწამსის გამოხატვის ფორმას წარმოადგენდეს. თუ მოსწავლეს ან მასწავლებელს ჰიჯაბის გამო სკოლაში არ უშვებენ, ეს რელიგიის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვის საკითხს აჩენს.

თუ რელიგიური სამოსის გამო ბავშვებს გაკვეთილებზე დასწრების შესაძლებლობა ეზღუდებათ, საკითხი განათლების უფლებასაც უკავშირდება.

ანუ თქვენც პოლიტიკაში მოსვლის დროს ეს გაქვთ მიზანი? ადამიანის უფლების უხეშად დარღვევა და მუსლიმები ისლამისტებს დაუძახებთ?

თქვენ პირდაპირ წერთ ისე, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მუსლიმური იდენტობა ან აზერბაიჯანული წარმოშობა თავისთავად უსაფრთხოების პრობლემაა. თუ ამას კონკრეტული ფაქტებისა და გარემოებების დაზუსტების გარეშე აკეთებთ, ეს ძალიან არაადეკვატური მიდგომაა.

თქვენი განცხადებიდან:

„საქართველოში მოქმედი ისლამისტები საფრთხეს უქმნიან საქართველოს, აზერბაიჯანსა და მთელ რეგიონს“.

– ვის გულისხმობთ კონკრეტულ რადიკალურ ორგანიზაციებს, უცხო სახელმწიფოს გავლენის აგენტებს თუ ზოგადად რელიგიურ ადამიანებს?

– რა მტკიცებულებები ადასტურებს, რომ აღნიშნული პირები საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრებიან?

– ხომ არ ხდება კონკრეტული პოლიტიკური ან უსაფრთხოების პრობლემის მთელი რელიგიური თემის მიმართ უნდობლობის გასაძლიერებლად გამოყენება?

ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს ფაქტების, მტკიცებულებებისა და სახელმწიფო პასუხისმგებლობის საფუძველზე. მაგრამ დაუშვებელია, გეოპოლიტიკური საფრთხის განხილვა გადაიქცეს საქართველოს აზერბაიჯანელების კოლექტიური ეჭვმიტანილობის საფუძვლად. ხოლო მათ, ვინც დღეს ამ საფრთხეზე საუბრობს, საზოგადოებას უნდა აუხსნან საკუთარი ხელისუფლების პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებიც!!!

ზოგადად, ეს თქვენი პირველი მსგავსი პოსტი არ არის. ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი ასეთი პოსტი გქონდათ, რომლებიც დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი და უფლებების უხეშად დამრღვევი იყო არამარტო აზერბაიჯანლებზე არამედ სომხურ თემის მიმართაც.

პოლიტიკაში საფრთხის წარმოჩენა ზოგჯერ გამოიყენება საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის. აქ მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ის, თუ რას ამბობს პოლიტიკოსი, არამედ ისიც, როგორ განსაზღვრავს პრობლემას და ვის უკავშირებს მას.

საქართველოს აზერბაიჯანელები, ანუ ქართველი აზერბაიჯანელები, საქართველოს თანასწორუფლებიანი მოქალაქეები არიან და მათი სამშობლო, მათი სახლი საქართველოა!

„ჩემო აზერბაიჯანელებო, მიყვარხართ!“ — ამის ორ ენაზე თქმა საკმარისი არ არის!

სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ რელიგიური იდენტობა თავისთავად საფრთხის მტკიცებულება ვერ იქნება.

გირჩევთ გეყოფათ საქართველოს აზერბაიჯანლებზე თითის შვერა და აქცენტი, ესენი არ არიან პოლიტიკური ელემენტი და ინსტრუმენტი, ისინი არიან საქართველოს მოქალაქები, არც სავაჯრო ნივთი!

მე ვარ საქართველოს მოქალაქე, ეთნიკური და რელიგიური თემიდან, ეს განცხადება მე მივიღო ძალიან პრობლემურად, ამ შემთხვევაში თქვენ და თქვენი პოლიტიკა გამოდის ჩემთვის საფრთხედ!“

თეგები: მიხეილ სააკაშვილისამირა ბაირამოვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო

13:13 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved