რომის პაპმა ფრანცისკემ აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ წმინდა საყრდის ოფიციალური საინფორმაციო ორგანო ავრცელებს.
„ვულოცავ აღმოსავლეთის ეკლესიების მრევლს, ძმებსა და დებს, რომლებიც დღეს აღდგომას აღნიშნავენ. ერთად ვამბობთ: „ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად!“ ამ რთული განსაცდელის დროს განსაკუთრებით ვგრძნობთ იმედს, რომელსაც ქრისტეს აღდგომა გვაძლევს. დაე ჩვენი ძმობა გამაერთიანელი იყოს იქ, სადაც ქრისტიანები უმცირესობას წარმოადგენენ“, – განაცხადა ფრანცისკემ.
რომის კათოლიკურმა ეკლესიამ წელს აღდგომის დღესასწაული 12 აპრილს აღნიშნა.
კომენტარები