რომის პაპმა ფრანცისკე I-მა ბებია-ბაბუებისა და ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე დააწესა. ამის შესახებ გამოცემა Tha Vatican News წერს.
გამოცემის ცნობით, პაპმა დღესასწაულის დაწესების თაობაზე ტრადიციული საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა.
რომის პაპის მითითებით, კათოლიკური ეკლესია ამ დღეს ივლისის მეოთხე კვირას იზეიმებს.
”მოხუცებს ხშირად ივიწყებენ. ჩვენ გვავიწყდება, რომ ისინი ჩვენს ფესვებსა და ღირებულებების სიმდიდრეს წარმოადგენენ, რომლებსაც შემდეგ თაობებს გადასცემენ. სიბერე – საჩუქარია, სწორედ ამის გამო ბაბუებისა და მოხუცების საერთაშორისო დღის დაარსება გადავწყვიტე, რომელსაც ეკლესია ივლისის მეოთხე კვირას იზეიმებს,” – განაცხადა რომის პაპმა.
კომენტარები