კათოლიკური სამყარო ძლიერ გახარებული იყო, როდესაც რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ის Instagram-ს უერთდებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი ოფიციალური ანგარიში რაღაც არც მაინცდამაინც წმინდას “დალაიქებაზე” გამოიჭირეს.
ინსტაგრამის მოდელმა ნატალია გარიბოტომ შეამჩნია, რომ ანგარიშმა @franciscus მისი ფოტო მოიწონა, რომელშიც ის ძალიან მოკლე სასკოლო სამოსშია გამოწყობილი.
ნატალია გარიბოტომ თქვა, რომ პაპს მისთვის პირადში ჯერ არ მიუწერია, თუმცა, როგორც კი ეს ამბავი ვირუსული გახდა, მოდელმა დაწერა: “სხვა თუ არაფერი, სამოთხეში მაინც მოვხვდები”.
მოგვიანებით გარიბოტომ Barstool Sports-ს უთხრა: “დედაჩემს კი შეიძლება ეზიზღებოდეს ჩემი უკანალის ფოტოები, მაგრამ, აი, პაპი ორჯერ აწკაპუნებს”.
კომენტარები