რომის პაპი ფრანცისკე ჩრდილეთ ერაყში, ქალაქ მოსულში ჩავიდა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
84 წლის პაპი ერაყის სიდიდით მეორე ქალაქში, იმ სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცებს, რომელიც 2017 წელს ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გაანადგურეს.
პაპის დასახვედრად, მოსულის ცენტრში ვატიკანისა და ერაყის დროშები გამოფინეს.
დღეს ერაყში პაპის ვიზიტის მესამე დღეა. რომის პაპმა უკვე იქადაგა იმის შესახებ, რომ რელიგიის სახელით ძალადობა აუცილებლად უნდა შეწყდეს.
კომენტარები