სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით, – ამის შესახებ ოცნების განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
იგი ამტკიცებს, რომ განათლება უნდა მოერგოს შრომის ბაზარს და არა პირიქით და ამბობს, განათლებული ადამიანების რიცხოვნობა აცდენილი იყო შრომის ბაზარს. ვინ გაზომა შრომის ბაზარი და ვინ დაადგინა, რომ ზუსტად ასეთი უნდა იყოს და ან, რომ საკმარისია იმ სახით, რა სახითაც გვაქვს და პირიქით, შრომის ბაზარი კი არ უნდა შეცვალოს, არამედ – განათლება და განათლებული ადამიანები – ამაზე მიქანაძე არ საუბრობს.
უნივერსიტეტების მიხედვით მიმართულებები განისაზღვრება შემდეგნაირად:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) – ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები (პედაგოგიკის გამოკლებით); სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – საინჟინრო-ტექნიკური დისციპლინები.
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – მედიცინის სპეციალობები.
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – პედაგოგიკის პროგრამები; ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები.
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – აგრარული სპეციალობები; ქართულ-აფხაზური ენა და ლიტერატურა; პედაგოგიკა.
- სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი – შესაბამისი პროფილის სპეციალობები.
- ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები – მრავალფუნქციური დატვირთვა.
- ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტები – აგრარული სპეციალობები; ტურიზმის მიმართულება; პედაგოგიკა.














კომენტარები