• რეკლამა
  • კონტაქტი
16:21, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელმა პარტიამ რომელ ტელევიზიაში მიიტანა რეკლამა და რომელმა ტელევიზიამ მიიღო ყველაზე დიდი შემოსავალი?

ალია ავტორი - ალია
15:50 12-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

წინასაარჩევნოდ ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე დიდი შემოსავალი – 4,270,075 ლარი „მთავარმა არხმა“ მიიღო. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

აღნიშნული კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზმა აჩვენა. „მთავარ არხზე“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფმა წუთში საშუალოდ 5,583 ლარი შეადგინა. ამავე არხზე ფასიანი პოლიტიკური დროის 66.2% „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეთმო, რაც არხის შემოსავლების 62.9%-ს შეადგენდა.

წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით მეორე ადგილზე „ტელეიმედია“, რომლის შემოსავალმაც 3,327,974 ლარი შეადგინა, ხოლო არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფი წუთში საშუალოდ 3,902 ლარი იყო. „ტელეიმედზე“ ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური დრო – 71.6% „ქართულ ოცნებას“ დაეთმო, რაც არხის შემოსავლების 67.5%-ს შეადგენდა.

„რუსთავი 2“-ის შემოსავალმა ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან 2,065,163 ლარი შეადგინა, ხოლო არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფი წუთში საშუალოდ 3,672 ლარი იყო. „რუსთავი 2“-ზე ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის დრო – 67.4% „ქართულ ოცნებას“ დაეთმო, რაც არხის შემოსავლების 60.9%-ს შეადგენდა.

„ტვ პირველის“ შემოსავალმა 1,865,753 ლარი შეადგინა, ხოლო არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფი წუთში საშუალოდ 3,978 ლარი იყო. „ტვ პირველზე“ ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური დრო – 37.1% „სტრატეგია აღმაშენებელს“ დაეთმო, თუმცა, არხის შემოსავლების ყველაზე დიდი წილი „ლელო საქართველოს“ ეკუთვნის – 27.6%.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი მაუწყებლები ვალდებული არიან წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის გამოყოფილი საეთერო დროის თაობაზე კომუნიკაციების კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია, თუ რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი და გაწეული მომსახურება. 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი სწორედ მაუწყებლების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.

თეგები: 2020 არჩევნები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved