• რეკლამა
  • კონტაქტი
08:12, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რომელიც მოკლეს, იმის ბავშვის ნათლია ყოფილა მკვლელი” -რას ჰყვებიან ადგილობრივები საზარელი მკვლელობის შესახებ

ალია ავტორი - ალია
11:25 07-25-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
420

კახეთში მომხდარ ორმაგ მკვლელობასთან დაკავშირებით სოფელ ლალისყურის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სავარაუდო მკვლელს და გარდაცვლილებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე – საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

“კურიერი” მომხდარის შესახებ ადგილობრივებს გაესაუბრა.

ეთერ ქოთილაიძე: “2-3 გასროლის ხმა გავიგეთ. ერთი ადგილზე დაღუპულა, მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე. ეძებენ და ვერ პოულობენ. რომელმაც მოკლა, ისიც არ იყო ლოთი, იშვიათად სვამდა, მთვრალი არ გვინახავს. ეს ბიჭი თბილისში ცხოვრობდა, რომელიც დაიღუპა და აქ იყო მშობლებთან ჩამოსული.”

თამარ ხუცაიძე: “ესროლესო და რაზე ისროლეს, არ ვიცი. არადა, სამივე ბიჭი ძალიან კარგი ბიჭები არიან, სოფელში ცუდად არ ხსენებულან, თან ძალიან ახლო-ახლო ცხოვრობენ, კარგი ძმაკაცები და მეგობრები იყვნენ. საერთოდ, არც ჩხუბი და არც არაფერი გაგვიგონიაო და, ისედაც, არ იყვნენ მოჩხუბრები, კარგი, წყნარი ბიჭები იყვნენ.”

ბესიკ ხუმარაშვილი: “ბავშვებმა დაძახეს, რომ ვიღაც კაცმა თოფი ისროლაო. გამოვედით და ერთი უკვე მკვდარი ეგდო, მეორე, დაჭრილი კი ლაპარაკობდა – ისევ ცოცხალი იყო. ვინ იყო, რა იყო, ვერაფერი ვერ გავიგეთ. ნასვამები არ იყვნენო. მეზობლები არიან, ერთ უბანში არიან გაზრდილები. რომელიც მოკლეს, იმის ბავშვის ნათლია ყოფილა მკვლელი.”

შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ორი ადამიანია მოკლული. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დაპირისპირება სამ მამაკაცს შორის სუფრასთან მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა ორი თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ადგილზე მოკლა. სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ.

წყარო: რუსთავი2

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved