• რეკლამა
  • კონტაქტი
17:41, ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელია 2025 წლის თებერვალში ყველაზე სახიფათო დღეები მთვარის ფაზების მიხედვით – რა უნდა იცოდეთ

ალია ავტორი - ალია
16:12 02-09-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
372

თებერვალი მზარდი მთვარის ენერგიით დაიწყო. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დრო ახალი წამოწყებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის ყველაზე ხელსაყრელია.

ხოლო, ახალი მთვარისა და სავსე მთვარის პერიოდში ადამიანები მომატებულ ემოციურობასა და გაღიზიანებადობას გრძნობენ. შესაბამისად, ამ დღეებში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს. მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, მოვლენების ობიექტურად აღქმა გაგვიჭირდეს და შედეგით უკმაყოფილოები აღმოვჩნდეთ.

ასევე, ითვლება, რომ კლებადი მთვარის დროს ენერგია ყველაზე მეტად მცირდება. აღნიშნულ პერიოდში ჯობს, მიმდინარე საქმეებზე გავაკეთოთ აქცენტი და ახალი წამოწყებები, მოლაპარაკებები შემდგომი პერიოდისათვის გადავდოთ.

2025 წლის თებერვლის მთვარის ფაზები თარიღების მიხედვით ასეთია:

1 – 11 თებერვალი – მზარდი მთვარე;

12 თებერვალი – სავსე მთვარე;

13 – 27 თებერვალი – კლებადი მთვარე;

28 თებერვალი – ახალი მთვარე.

შესაბამისად, 12 და 28 თებერვალი ენერგეტიკულად არც თუ ისე ხელსაყრელ თარიღებად ითვლება. ასევე, 13-დან 27 თებერვლის ჩათვლით შესაძლოა, ენერგიის ნაკლებობა და უმოტივაციობა ვიგრძნოთ. უფრო ზუსტად:

კლებადი მთვარის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არსებულ საქმეებსა და პროექტებზე ვკონცენტრირდეთ და ყველაფერი, რაც დავიწყეთ, დავასრულოთ. ამავდროულად, ჯობს ეს პერიოდი გეგმების შედგენას დავუთმოთ, განვსაზღვროთ, რისი გაკეთება გვსურს და როგორ შეიძლება, მიზნებს მივაღწიოთ.

ახალი მთვარე, როგორც წესი, ძალიან დიდი ენერგიით ხასიათდება და შესაძლოა, ამ დღეს მომატებული შფოთვა, გაღიზიანებადობა ვიგრძნოთ. ჯობს, ეს დღე დასვენებას დაუთმოთ. განიტვირთეთ, მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. ამავდროულად, ახალი მთვარე საუკეთესო პერიოდია, ახალი საქმეებისა და მიზნების ჩამოსაყალიბებლად.

სავსე მთვარის დღეს თითოეული ადამიანი მომატებულ ენერგიას გრძნობს. აქ კი მნიშვნელოვანია, ეს ენერგია სწორად გამოვიყენოთ. დაუთმეთ დრო შემოქმედებას, კარგად დააკვირდით თქვენს იდეებს, შესაძლოა, მათში რაღაც განსაკუთრებული და საინტერესო იმალებოდეს. ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს სიზმრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. განიტვირთეთ, ძალები აღიდგინეთ და მიზნისკენ სვლას გაცილებით დიდი მოტივაციით შეძლებთ.

მზარდი მთვარის დრო კი თვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, როდესაც თითოეული ადამიანი მომატებულ ენერგიას გრძნობს და შეუძლია, ის საქმეებიც კი, რომლებიც რთულად ეჩვენებოდა, მარტივად გადაჭრას. თუკი რაიმე მნიშვნელოვანის დაწყება გსურთ, აპირებთ სადმე მონაწილეობას, ხელშეკრულების გაფორმებას, მოლაპარაკებებს, აღნიშნულ პერიოდში დაგეგმეთ. წარმატების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved