• რეკლამა
  • კონტაქტი
07:55, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

ალია ავტორი - ალია
06:13 02-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
112

27 თებერვლის საღამოს თბილისში გათოვდა. თოვლს მალევე მოჰყვა ჯერ საცობები და შემდეგ ჩახერგილი გზები.

თბილისის მერია აცხადებს, რომ 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზე გადადიან, თუმცა, არ ამბობს, ამ რაოდენობის ნალექმა როგორ მოახერხა ქალაქის პარალიზება  რა გახდა ამის მიზეზი? ან რამდენი ადამიანი მუშაობს გზების წაქცეული ხეებისგან გასაწმენდად და თუ არის საკმარისი, როცა უკვე ამდენი ქუჩაა ჩახერგილი? ამდენი მანქანაა დალეწილი?. ხომ არ სჯობდა, უკვე დახმარება ეთხოვა შსს-სა და თავდაცვის ძალებისთვის, მოხალისეებისთვის? მოქალაქეები წერენ, რომ ერთი საათის და მეტის დაგვიანებით მიდის სპეციალური სამსახური გამოძახებიდან, რომ არაა დაყრილი გზებზე ნარილი, რომ სათანადოდ არ იყო ხეები გადაბელილი თავის დროზე, უმეტესობას კი ფესვები დაზიანებული ჰქონდა, სწორედ ამიტომაც წაიქცა უკვე ამდენი.

ცნობისთვის, ამ ზამთარს თბილისში მეორედ გათოვდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ჯერზე ბევრად მცირე ნალექი მოვიდა დროის იგივე მონაკვეთში და მაშინაც აცხადებდა მერია, რომ 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზე გადადიან, ქალაქის არაერთი ქუჩა, რამდენიმე დღითაც კი იყო პარალიზებული. გამოიტანა თუ არა ნაშინ მომხდარიდან მერიამ დასკვნა? რა ზომები მიიღო?

რაც მთავარია, ადამიანები, მერიის თანამშრომლები, დიდი იმედი გვაქვს, გონივრულ ცვლაში მუშაობენ და არა გადამბულად, აქვთ საჭირო ტანისამოსი, აღჭურვილობა, საჭირო კვება და ცხელი სასმელი, – რათა მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. ასევე, იმედია, მერია მათ კანონის შესაბამისად აუნაზღაურებს შრომას საათების მიხედვით.

არასამთავრობო ორგანიზაციის, ჩემი ქალაქი მკლავს“, გვერდზე ქვეყნდება ჩახერგილ ქუჩებზე ინფორმაცია:

თბილისი – სანაპიროზეც ჩამოტყდა ხის ტოტი და გზის სავალ ნაწილზეა !!!

თბილისი – ვიქტორ დოლიძის ქუჩაზეც წაიქცა ხე !!!

თბილისი – ზაზა ბენდელიანის ქუჩაზეც მოტყდა ხე და კორპუსს არის მიყუდებული !!!
მერამდენე ხე წაიქცა დღეს თბილისში?

თბილისი – ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზეც წაიქცა ხე და მთელი გამზირი დაკეტილია !!!
მერამდენე შემთხვევაა უკვე დღეს !!!

თბილისი – დიდუბე ფიფიას ქუჩა !!

აქაც ხე მოტყდა და გზა ჩახერგა !!!!

თბილისი – სამტრედიის ქუჩა / ხე წაიქცა / ავტომობილებს დაეცა !!!
საინტერესოა იყო თუ არა ეს ხე აღწერილი მოსაჭრელად ან გადასაბელად ?!

თბილისი – ცინცაძის ქუჩაზე – ხე მოტყდა და გზა ჩახერგა !

კომენტარებში წერენ;

ხვიჩიაზე 10 ჯერ დიდი ხე წაქცეული, ახლა გამოვიარე

თავდაცვის სამინისტორსთანაც არის ხე გადამტყდარი

დოლიძის ქუჩაზე უარესია:

ეხლა მიცკევიჩზე 2 ცალი 10 წუთის ინგერვალით

იაკობ ნიკოლაძეზე ხე წაიქცა და გადავიტანეთ

7 მანქანაა დაზიანებული, წვიმაში და თოვლში მანქანები სად წავიყვანოთ, ხომ ვერ გვეტყვით?

სააკაძეზე:

დოლიძის ქუჩა:

კომენტარებში წერენ:

ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში…

ქალაქში ერთი დღე გათოვდა და დალეწილი, წალეკილი, დატბორილი, დამტვრეული, ჩახერგილია ყველაფერი, საღოლ ბატონო კრახი

ქალაქში ხეების ნახევარზე მეტს, ფესვები აქვს დაჭრილი, კომუნიკაციების გამო და შესაბამისად, ყგელა საშიშია.

რა საშიში ქვეყანა გავხდით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved