• რეკლამა
  • კონტაქტი
20:37, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელი ორი ლიდერი აღარ იქნება “ოცნების” სიაში?

ალია ავტორი - ალია
16:03 06-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა:

“სრულიად უცხო ადამიანების შემოსვლა პარლამენტში, რომლებიც პარლამენტში ეცნობიან ერთმანეთს, ეს არ არის ნორმალური ვითარება, როგორც წესი, პარტიული ლოგიკა ნიშნავს იმას, რომ პარტიიდან უნდა ხდებოდეს ადამიანების წინ წამოწევა, გარკვეულწილად მოტივაციაა ეს მათთვის და სხვებისთვისაც, რომ საპარლამენტო მუშაობისთვის მოამზადო.

ამიტომ იყო 2016 წლის პარლამენტი მუდმივად ნაღმზე მოსიარულეა და სულ ფეთქდებოდა ეს ნაღმები, რადგან არ იყო ხედვა, როგორი უნდა ყოფილიყო საარჩევნო სია, ეს იყო დამყარებული იმაზე, ვის მეტი გავლენა ჰქონდა, რომ შემოეყვანა თავიანთი ახლობლები, მეგობრები, კურსელები და ა.შ. ამ კურსელებმა და მეგობრებმა ჩამოაყალიბეს გარკვეული დაჯგუფება, რომელიც მე ვფიქრობ, ძალიან დამაზიანებელი იყო პარლამენტისთვის.

ამ ლოგიკას თუ გაყვება “ქართული ოცნება”, მივიღებთ იგივე სურათს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მომავალი პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი, წარმომადგენლობითი და კოალიციური იქნება.

იქნება თუ არა გახარია საარჩევნო სიაში, რთული სათქმელია, თუ ლოგიკას მივყვებით – არა, რადგან 20 ივნისის პოლიტიკური სიმძიმე ისეთია, რომ როგორც წესი, არ შეიძლება იყოს მმართველი პაეტიის სათავეში პრემიერი, რომელიც იყო შს მინისტრი და მოხდა 20 ივნისი. მე მგონია, რომ ეს ისეთი პოლიტიკური ტვირთია, რომელიც როგორც წესი, ამ შესაძლებლობას გამორიცხავს.

“ქართული ოცნების” სიის სათავეში არც გიორგი გახარიას და არც ირაკლი კობახიძეს არ უნდა ელოდოს საზოგადოება”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved