• რეკლამა
  • კონტაქტი
17:25, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს ჩაკეტილი საჭის პრობლემისას მანქანის გადატანა?

ალია ავტორი - ალია
20:14 11-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

ევაკუატორის მომსახურება ისეთი სერვისია, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს დაგჭირდეს და თან ზუსტად არ იცი, ეს რომელი ნებისმიერი დროა. არა, ცხადია, შესაძლებელია, წინასწარ დაგეგმო მანქანის გადატანა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე და ეს საუკეთესოა, რისი დაგეგმვაც ცხოვრებაში შეიძლება ისურვო. თუმცა, თუ მანქანების ბიზნესი არ გაქვს, დაგეგმილად ევაკუატორის გამოძახება, თითქმის შეუძლებელია. ისე, იცი, რომ რომელი მანქანის გადატანა გჭირდება, მაგასაც კი მნიშვნელობა აქვს? კი, ევაკუატორიც რამდენიმე და განსხვავებულია, საჭიროებების მიხედვით. მაგრამ ევაკუატორების ტიპებზე სხვა დროს.

დღეს მოგიყვები ჩაკეტილ საჭეზე. ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც მძღოლები შეიძლება წააწყდნენ. ამ შემთხვევაში, ბორბლები ერთ პოზიციაში იკეტება და სუსტად ან საერთოდ არ ბრუნავს. ეს კიშეუძლებელს ხდის ავტომობილის მართვას და პრაქტიკულად შეუძლებელია ევაკუატორის გარეშე მისი გადაყვანა სარემონტოდ ავტომობილების სახელოსნოში.

თუ იტყვი, რომ – ბუქსირი, ესე იგი, ახალი მძღოლი ხარ და საჭის ჩაკეტვის „მთელი ბედნიერება“ წინ გაქვს – არა, ჩაკეტილი საჭით ავტომობილის ბუქსირება შეუძლებელია, რადგან მისი მობრუნება არ შეგიძლიათ. ერთადერთი გამოსავალი ევაკუატორია.

ხო, კიდევ არის ერთი ხერხი – ძმაო, მომაწექი, მიმაგორებინე, ოღონდ, თუ მასწავლით ისეთ „ძმებს“, რომლებიც კილომეტრების მანძილზე მიგაგორებინებენ უსასყიდლოდ მანქანას სახელოსნომდე, ევაკუატორს აღარასოდეს ვახსენებ, ევაკუატორების მუშაობის სიზუსტეს ვფიცავ!

საჭის გაუმართაობის მიზეზის მიუხედავად, სიტუაცია განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. არასწორმა ტრანსპორტირებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ავტომობილს და საფრთხე შეუქმნას გზის სხვა მონაწილეებს, პირველ რიგში კი თავად შენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია მოხდეს სწორად ტრანსპორტირება ჩაკეტილი საჭით, რისკების მინიმიზაციისა და მისი მთლიანობის შესანარჩუნებლად.

და მაინც, რატომ შეიძლება საჭე დაიბლოკოს? მოდით განვიხილოთ ამ პრობლემის ძირითადი მიზეზები. ესენია:

ტექნიკური გაუმართაობა

საჭის დაბლოკვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი საჭის სისტემის ტექნიკური გაუმართაობაა. მაგალითად, ჩამრთველის პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს საჭის ავტომატური დაბლოკვა ძრავის გამორთვისას. ეს არის უსაფრთხოების ფუნქცია, რომელიც ხელს უშლის გაქურდვას, მაგრამ ხდება ისე, რომ ქურდის გარდა, მეპატრონისგანაც „იცავს“ მანქანას. საჭის ისეთმა გაუმართაობამ, როგორიცაა გაცვეთილი მექანიზმები ან დაზიანებული ელექტრონული კომპონენტები, ასევე შეიძლება გამოიწვიოს საჭის დაბლოკვა. ასეთ შემთხვევებში, საჭის განბლოკვა პროფესიონალური დახმარების გარეშე შეუძლებელია. ერთადერთი ვარიანტია მანქანის მექანიკოსთან მიტანაა.

ხო, აქვე ვიტყვი, რომ შეგიძლია არ დამიჯერო, მაინც სცადო დამოუკიდებლად შეკეთება და თუ შენ ავტოხელოსანი არ ხარ, სამაგიეროდ, მერე მეგობრებში ამაყად დაიკვეხნი, რომ საკუთარ შეცდომებე სწავლობ და საკუთარი ჯიბის ხარჯზე, რადგან დაღლა–დაღლად, ბოლო სერიაში მაინც ევაკუატორი რომ უნდა გამოიძახო, ეგ ცალკე და მესამე – შესაძლოა, ხუთმაგიც დაგიჯდეს.

ავარია

ავარიის შემდეგ, საჭის სისტემა შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს. დეფორმაციამ, კომპონენტების არასწორმა განლაგებამ ან დაზიანებულმა შესაკრავებმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები. შესაძლოა დეფორმაცია თვალით უხილავი იყოს, მაგრამ ასე, შეუიარაღებელი თვალით, არც დედამიწას ეტყობა რამეზე რომ ბრუნავს.

ასეთ სიტუაციებში, საჭის დამოუკიდებლად განბლოკვის მცდელობამ შეიძლება განსაკუთრებულად გააუარესოს პრობლემა, რადგან მექანიზმი შეიძლება კიდევ უფრო გაიჭედოს. ავარიის შემდეგ ჩაკეტილი საჭით მანქანის ბუქსირება უნდა განხორციელდეს უკიდურესი სიფრთხილით, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი დაზიანება და, შესაბამისად, შეკეთების ხარჯების ზრდა.

მძღოლის შეცდომა

ზოგჯერ, საჭის დაბლოკვა ხდება მძღოლის ქმედებების გამო. მაგალითად, ბორბლები ბოლომდე შემოტრიალდება რიგ შემთხვევებში. მძღოლმა შეიძლება შემთხვევით გაააქტიუროს საკეტი გასაღების არასწორად მობრუნებით. ასეთ შემთხვევებში, პრობლემის მოგვარება, როგორც წესი, უფრო ადვილია, ვიდრე მექანიკური გაუმართაობის შემთხვევაში, მაგრამ ზუსტად ეს პრობლემაა თუ არა, ამას დიაგნოსტიკა სჭირდება. დიაგნოსტიკას კი – ისევ და ისევ სახელოსნო.

მთავარი წესი, საჭირ სისტემის ჩაკეტვისას ერთია – მიუხედავად იმისა, სად ხარ, როდის და როგორ – ნუ ჩავარდები პანიკაში – ევაკუატორის გამოძახება მარტივია და ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, მთავარია გქონდეს ტელეფონი და ზუსტად იცოდე, სად ეძებ.

მანქანის ევაკუირება მთავარი სირთულე ჩაკეტილი ბორბლებით ის არის, რომ საჭე ბლოკავს მათ ერთ პოზიციაში, რაც შეუძლებელს ხდის მობრუნებას. ეს მნიშვნელოვნად ართულებს მანქანის ევაკუატორზე ჩატვირთვის პროცესს, განსაკუთრებით თუ მანქანა ვიწრო სივრცეშია ან საჭიროებს პლატფორმაზე ზუსტ პოზიციონირებას. ამ შემთხვევაში, ბუქსირის მძღოლმა უნდა გამოიყენოს დამატებითი აღჭურვილობა, რათა უსაფრთხოდ ჩატვირთოს მანქანა პლატფორმაზე და დააფიქსიროს იგი.

რა შეიძლება მოჰყვეს შეცდომას?

ჩაკეტილი საჭით მანქანის არასწორად ტრანსპორტირებამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. პირველ რიგში, არსებობს თავად მანქანის დაზიანების რისკი: დაიმახსოვრე, ბორბლების ხისტად ჩაკეტვა ზრდის დატვირთვას საკიდარზე, საჭის სისტემაზე ან ძარაზე. მეორეც, არაპროფესიონალურმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს დატვირთვის პროცესში ჩართული პირების ან ახლომდებარე პირების დაზიანება. მაგალითად, არასწორად დამაგრებული მანქანა შეიძლება გადაადგილდეს პლატფორმიდან ტრანსპორტირების დროს.

ევაკუატორის გამოძახებისას პოტენციური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, რომ ეს დავალება მიანდო გამოცდილ სპეციალისტებს, რომლებმაც იციან, როგორ იმუშაონ სწორად ასეთ პირობებში.

რომელი ევაკუატორით სჯობს ჩაკეტილი საჭით მანქანის გადატანა?

ორი გზაა – სრული დატვირთვის ევაკუატორი, თუ ნაწილობრივი დატვირთვის?

პირველ რიგში, უნდა იცოდე, რომ გინდა სრული დატვირთვის იყოს ევაკუატორი, თუ გინდ ნაწილობრივის – ზოგადად, ორივე მუშა და უსაფრთხოა, მხოლოდ სიტუაციებია განსხვავებული და თითოეულს უნდა მოარგოს პროფესიონალმა.

სრული დატვირთვით ბუქსირება საიმედო მეთოდია ჩაკეტილი საჭის მქონე ავტომობილის ბუქსირებისთვის. ამ შემთხვევაში, ავტომობილი მთლიანად იტვირთება პლატფორმაზე. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ავტომობილის უსაფრთხო ბუქსირებისთვის, რადგან ბორბლები არ ეხება გზის ზედაპირს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩაკეტილი საჭის შემთხვევაში, რადგან ის გამორიცხავს საკიდრის, საბურავების და სხვა საჭის კომპონენტების დაზიანების რისკს.

სრული დატვირთვით ბუქსირების მანქანა აღჭურვილია ჰიდრავლიკური პლატფორმით, რომელიც ეშვება მიწის დონემდე. ავტომობილი მასზე ექაჩება, რის შემდეგაც პლატფორმა მაღლა იწევს. რჩება მხოლოდ ავტომობილის დამაგრება სარემონტო სახელოსნოში ან ავტოსადგომზე უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის. შემაკავშირებლებით თავიდან იქნება აცილებული მოძრაობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ბორბლები ერთ მხარეს არის გაჩერებული.

ნაწილობრივი დატვირთვა არის მეთოდი, რომელიც გამოიყენება, როდესაც სრული დატვირთვა შეუძლებელია სივრცის შეზღუდვის ან სხვა ფაქტორების გამო. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ავტომობილის წინა ნაწილი იტვირთება ბუქსირების მანქანის სპეციალიზებულ მოწყობილობაზე, ხოლო უკანა ნაწილი რჩება მიწაზე. ეს მეთოდი იდეალურია ვიწრო ქუჩებისთვის, ჩიხებისთვის, ავტოსადგომებისთვის ან სხვა ადგილებისთვის, სადაც მანევრირება რთულია.

ნაწილობრივ დატვირთვის მქონე ევაკუატორს აქვს სამაგრი, რომელიც ასწევს მანქანის მხოლოდ ერთ ღერძს. მეორე რჩება მიწაზე. მანქანა ამ შემთხვევაშიც საიმედოდ არის დამაგრებული.

ორივე მეთოდს აქვს თავისი უპირატესობები, მაგრამ ჩაკეტილი საჭის შემთხვევაში, უშუალოდ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი, ადგილიმდებარეობა, მანქანის მდგომარეობა, მაგალითად, ავარიისას, სხვა დაზიანებაც ხომ არ აქვს, ამიტომ, კონკრეტულად რომელი ევაკუტორი უნდა გამოიძახო, რომლით სჯობს გადატანა, პროფესიონალმა უნდა გადაწყვიტოს.

გირჩევდი, თუ შესაძლებელია, ფოტოები გადაუგზავნო მანქანის და ადგილის, რათა მიხვდეს, რომელი გირჩიოს, თუ ფოტოების გადაგზავნას ვერ ახერხებ, მაქსიმალურად სწორად აღუწერო მდგომარეობა.

პროფესიონალის დახმარებით, ზედმეტ ხარჯსაც აიცილებ თავიდან, ზედმეტ ნერვიულობასც, ნაკლებ დროსაც დაკარგავ და ეს ცუდი გამოცდილება, შეიძლება სახალისო ისტორიადაც კი შემოგრჩეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved