• რეკლამა
  • კონტაქტი
04:29, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელი 3 ნაცია წულუკიანის გვერდით? – “ვიტყვი სრულ სიმართლეს” – ლევან გოგიჩაიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:40 04-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31,846

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი:

ბოლო დღეებია თვალს ვადევნებთ “ოცნების” მორიგ ფარსს, მორიგ სიყალბეს, კარიკატურული ე.წ საგამოძიებო კომისიის მონაწილეობით. აღნიშნული კომისია შექმნა არალეგიტიმურმა პარლამენტმა, კონსტიტუციის 42-ე მუხლის უხეში დარღვევით. ცინიკურია ფაქტი, რომ “ოცნებამ” კომისიაში შეიყვანა სამი ყოფილი ნაცი, კონკრეტულად: ბატონი ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც წლების განმავლობაში იყო ვანო მერაბიშვილის რეპრესიული პოლიციის ნაწილი. ალუდა ღუდუშაური, რომელიც იყო ახალაიას კუდის ადვოკატი; თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც სააკაშვილმა 2011 წელს დანიშნა ელჩად სომხეთის რესპუბლიკაშიდა ტრაგიკულიულია ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარეა ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელიც სამარცხვინოდ დამარცხდა სააკაშვილის მოძალადე სისტემის მოსამართლეებთან.

13 წლით დაგვიანებული კომისიის რეალური მიზანია არა ნაცების დანაშაულებებზე სამართლიანობის აღდგენაა, არამედ ეს არის გაყალბებული არჩევნების, პოლიტპატიმრებით გავსებული ციხეების, კორუფციის, ძალადობის, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის,
სააკაშვილის მოსამართლეების უვადოდ გამწესების და ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გადაფარვა. ივანიშვილი ცდილობს ხელახლა გახსნას ძველი იარები და თქვას, რომ მე კი ვარ სასტიკი მოძალადე, მაგრამ წარსულში ჩემზე უარესი მოძალადეებიც არსებობდნენ.

კომისია რომ ფარსია და არ აპირებს სრულად გამოიძიოს წინა ხელისუფლების დანაშაულებები, ადასტურებს ის ფაქტი, რომ კომისიის თავმდჯომარე ვერ ბედავს კითხვები დაუსვას დაზარალებულებს იმ პოლიცილების, პროკურორების, გამომძიებლების, მოსამართლეების და
ცუდი ადამიანების შესახებ, რომლებაც გააუბედურეს საქართველოს მოქალაქეები და რომლებიც დღეს ემსახურებიან ივანიშვილის ძალადობრივ რეჟმს.

დიახ, ამ ქვეყანაში ხალხმა უნდა იპოვოს სამართალი, დიახ, ამ ქვეყანაში დაზარალებულებმა უნდა აღიდგინონ საკუთარი უფლებები და დაიბრუნონ საკუთარი ქონებები, დიახ, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მათ შორის, იმ პროკურორებმა და მოსამართლეებმა, რომლებიც დღეს
ივანიშვილის რეჟიმს სამსახურში არიან. ჩვენ არ მივცემთ კომისიას შესაძლებლობას, საზოგადოებას უთხრას ნახევარი სიმართლე და ხელი დააფაროს ბიძინას ნაცებს. რისი თქმაც ვერ გაბედა და რის თქმასაც ვერ გაბედავს კომისია, ამ სრულ სიმართლესაც ჩვენ ვეტყვით საზოგადოებას.

ჩვენ ვეტვყით იმას, რომ ბესო ხარძიანის მოსამართლე, რომელმაც უდანაშაულო ადამიანი ჩასვა ციხეში არის ლელა ნოზაძე და ის ივანიშვილმა გაამწესა უვადო მოსამართლედ.

ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ჯემალ ლეონიძის მოსამართლე, რომელმაც ის გააკოტრა არის ლაშა ქოჩიაშვილი და ივანიშვილმა უვადოდ დანიშნა უზენაესს სასამართლოში.

ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ჯემალ ლეონიძის მოსამართლე, რომელმაც ის ციხეში გაუშვა არის მზია ლომთათიძე და ის ბიძინამ დანიშნა უვადო მოსამართლედ.

ჩვენ ვეტყვით მოსახლეობას იმ სიმართლეს, რომ ფინანსური პოლიციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან კვინიკაძე, რომელიც არეკეტებდა ქართველ ბიზნესმენებს, დღეს არის ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
დამთავრდა ნახევარი სიმართლის დრო, სრული სიმართლის დრო დადგა!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved