• რეკლამა
  • კონტაქტი
10:58, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელ ქვეყანაში მიდის ელჩად მინისტრი ციხელაშვილი და როგორია მისი “სკანდალების სია”

ალია ავტორი - ალია
15:23 06-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერის განცხადებით, ციხელშვილი საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს. 

„მინდა ქეთევან ციხელაშვილს გადავუხადო მადლობა გაწეული მუშაობისთვის. თითქმის 4 წელია უკვე ის საქართველოს მთავრობაში მოღვაწეობს. მას უკავშირდება ბევრი ძალზედ მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც არის სერიოზული, წინგადადგმული ნაბიჯი, მცდელობა იმისთვის, რომ ჩვენს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ ნორმალური პირობები და აღვადგინოთ სამოქალაქო ხიდები სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ეკონომიკის, ბიზნესის, სოციალური და კულტურული მიმართულებით. ამაში ქალბატონ ქეთევანს სერიოზული წვლილი მიუძღვის.

ის გააგრძელებს მუშაობას დიპლომატიურ ფრონტზე და დარწმუნებული ვარ, რომ მისი კვალიფიკაცია, ცოდნა და დაგროვილი გამოცდილება ხელს შეუწყობს, ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო გააღრმავოს და მაღალ დონეზე აიყვანოს ევროპის მიმართულებით, ჩვენი დიპლომატიური მიღწევები. თუ ვინ შეცვლის ქალბატონ ქეთევანს, ამ ძალზე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ამის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით შევატყობინებთ“

15 ივნისიდან ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის პოზიციას დაიკავებს.

ციხელაშვილი დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე იმყოფებოდა და სახელისუფლებო გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს ბოლო მთავრობის სხდომა მქონდა სახელმწიფო მინისტრის რანგში. 15 ივნისიდან შევუდგები ახალ სამუშაოს, რაც არის სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში და მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში წარმოდგენილ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში“,

ქეთევან ციხელაშვილი ბოლო რამდენიმე წელია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა.

მის სახელს ბევრი სკანდალი უკავშირდება –

საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებლებმა ის არაერთხელ დაადანაშაულეს იმაში, რომ ის ყურადღებას არ აქცევს სოფლებს და თვეების მანძილზე მოქალაქეები “ალიას” საშუალებით ითხოვდნენ მინისტრის ჩასვლას, თუმცა, ამაოდ.

მინისტრი “ალიამ” არაერთ ტყუილში გამოიჭირა, მათ შორის, ყველაზე თვალსაჩინო ტყუილი იყო ცხელ ხაზთან დაკავშირებით, რომელიც მინისტრის თქმით გვქონდა, თუმცა, რეალურად, არ გვქონდა და არ გვაქვს.

მეტიც, მინისტრის სამსახურმა ვერ ახსნა რას ნიშნავს ცხელი ხაზი.

მინისტრის სამსახური რამდენიმე თვის წინ პიარის მთელმა სამსახურმა დატოვა…

ბოლო თვეების მანძილზე ციხელაშვილი აქტიურად აღარ ჩანს, მაგრამ არანაკლებ სკანდალური იყო მისი პასუხი დეფაქტო ხელისუფლებისთვის, როცა ეს უკანასკნელი გენოციდის აღიარებას ითხოვდა.

ციხელაშვილის სკანდალური სია დიდია და უახლოეს დღეებში მას უკან მიდევნებული ლამპარივით გავაყოლებთ ავსტრიაში ყოფილ მინისტრს, რომელიც, დიდი ეჭვი გვაქვს ავსტრიაშიც მოახერხებს პრობლემების შექმნას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved