• რეკლამა
  • კონტაქტი
23:08, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელ ქალაქებში გამართა დღეს აქციები ნაციონალურმა მოძრაობამ და როგორია პარტიის გეგმა

ალია ავტორი - ალია
18:27 02-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
371

„ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში. ისინი აპროტესტებენ პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სამკურნალოდ გადაყვანის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას – 6 თებერვალს სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა.

ხელვაჩაურის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიხეილ ბოლქვაძემ მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს წევრებს მიმართა “აიღონ პასუხისმგებლობა, იმაზე, რომ ქვეყნის მესამე რეზიდენტს კლავენ ციხეში”. მისივე თქმით მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის პატიმრობიდან და ქვეყნის „ქართული ოცნებისგან“ განთავისუფლების მოთხოვნაა.

პარტიის წევრები აცხადებდნენ, რომ ხელვაჩაურით იწყებენ საპროტესტო აქციები აჭარაში. ხვალ აქცია დაგეგმილია ქობულეთში.

აქცია დღეს ერთდროულად გაიმართა ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გეგმით, თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში საპროტესტო აქციები დაიწყება, მათ შორის მანიფესტაციის გამართვა იგეგმება შეკვეთილში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინიტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობაზე ხელმოწერა ნიშნავს ევროპული პერსპექტივის დასამარებას”. მისი აზრით, სააკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ივანიშვილმა ყველას გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი”.

“აქ დგანან ახალგაზრდა, ენერგიული გოგო-ბიჭები, რომლებსაც სურთ ნორმალური სამუშაო ჰქონდეთ!
აქ დგანან ახალგაზრდა ქალბატონები, რომლებსაც არ უნდათ ემიგრაციაში წასვლა!
აქ დგანან მოხუცები, რომლებსაც უნდათ ღირსეული, მშვიდი სიბერე ჰქონდეთ!
აქ დგას ქალბატონი, რომელსაც უნდა მამა გადაარჩინოს და ჩამოქცეული ჯანდაცვის სისტემის, უფულობის გამო ბრძოლა უწევს ამისთვის!
თითოეული მათგანი აცნობიერებს, რომ ამ ყველაფრისთვის აუცილებელია რუსული რეჟიმის დასრულება ჩვენს ქვეყანაში და მიშას თავისუფლება პირდაპირპროპორციულია ყველა ამ პრობლემის მოგვარების!” – განაცხადა ხაბეიშვილმა.
თეგები: აქციები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved