ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:
,,სხვასთან ვერ დავდგებით, სახე უნდა შევინარჩუნოთო: გეკითხებით, რომელ პოლიტიკურ პარტიას გაქვთ ხალხის საკოცნელი პირი შერჩენილი?!
რას უპასუხებთ ხალხს ოპოზიციური პარტიები, როცა გკითხავენ კანდიდატის სტატუსი თუ ვერ მივიღეთ: სად იყავით მაშინ, როცა საქართველოს ევროპული მომავლისთვის უნდა გაერთიანებულიყავით და თქვენ ერთმანეთს სახეს ახევდით?! სად იყო თქვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, როცა საქართველოს ათასწლეულების ნანატრი შანსი ჰქონდა – გამხდარიყო ევროპული სივრცის და უსაფრთხოების ნაწილი და თქვენ თქვენს ვიწრო პოლიტიკურ ამბიციებს ვერ გადააბიჯეთ?!.”
კომენტარები