• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელ ახალ მარშრუტებზე ივლიან თბილისში ავტობუსები ხვალიდან

ალია ავტორი - ალია
11:45 02-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ავტობუსების გარკვეულ მარშრუტებში ცვლილებები განხორციელდა და მოძველებული ავტობუსები ახალი მოდელებით ჩანაცვლდა, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

22 თებერვლიდან დედაქალაქის მოსახლეობას გადაადგილება ავტობუსების ახალი მარშრუტებით შეეძლება.

რეფორმის შედეგად, ავტობუსი N61 გაუქმდა. მის მარშრუტს N345 ავტობუსი შეითავსებს, რომელიც მოძრაობას ქვემო ფონიჭალის დასახლებიდან (კორპუსი N19 მიმდებარედ) დაიწყებს და ბაგების დასახლებაში (წყნეთის გზატკეცილი, კორპუსი N2 მიმდებარედ) დაასრულებს. N345 კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად, ევროპის მოედნის გავლით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაადგილდება და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განაგრძობს.

ახალი ავტობუსი – N32 ერთმანეთთან დააკავშირებს გლდანსა და დიდი დიღმის მიმართულებებს. აღნიშნული ავტობუსი ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან (გლდანის VII-VIII მიკრორაიონის დამაკავშირებული გზა) დიდი დიღმის IV მიკრორაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე იმოძრავებს. გლდანში ახალი საგზაო მოძრაობის გამო, N32 ავტობუსი ხიზანიშვილის ქუჩიდან სარაჯიშვილის ქუჩის მიმართულებით, შეშელიძის ნაცვლად, ვასაძისა და ქერჩის ქუჩების დახმარებით გადაადგილდება.

ზღვის უბნიდან დიდუბემდე მგზავრებს ახალი, N94 ავტობუსი მოემსახურება. კერძოდ, ავტობუსი ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონის მე-4 კვარტლიდან (N65 კორპუსის მიმდებარედ) თორნიკე ერისთავის ქუჩის N1-მდე (მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელი) იმოძრავებს.

22 თებერვლიდან დედაქალაქის მოსახლეობას ჯამში, 572 ავტობუსი მოემსახურება. მიმდინარე წელს ახალი ავტობუსები უკვე გადანაწილდა N3, N23, N43, N46, N52, N70, N72, N79 და N121 საავტობუსე ხაზებზე. სულ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი 580 ავტობუსით განახლდა. დამატებით, 100 ერთეული 12-მეტრიანი BMC-ის მარკის ავტობუსი კი დედაქალაქში უახლოეს მომავალში შემოვა.

გარდა ამისა, ხვალ ქალაქში მოძრაობას დაიწყებს დამატებით, 180 ახალი მიკროავტობუსი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved