• რეკლამა
  • კონტაქტი
03:13, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდა მითხრა, როგორ აპირებ ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გარეშე”– რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
20:45 06-11-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
რომან გოცირიძე
Facebook-ზე გაზიარება
297
ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
ოპოზიცია რომ გააკრიტიკოს ვინმემ, თითქმის ყველა პარტია ერთხმად სოლიდარული ხდება და თავს ესხმის გამკრიტიკებლებს. მაგრამ, იმავე ლოგიკით, თუ ერთი ოპოზიციური პარტია მეორეს აკრიტიკებს, ეს, როგორც იტყვიან, მოსულა. კრიტიკა კი არა, დღე არ გავა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ურთიერთბრალდებების ყოვლად ამაზრზენი ნიაღვარი არ მოედინებოდეს. ჰკითხო და, ყველა საკუთარ სიმართლეშია დარწმუნებული.
პრობლემა ისაა, რომ ოპოზიციური სპექტრის ჩამოყალიბებას ათწლეულები სჭირდება და ახალი სახეები თუ ორგანიზაციები ციდან ვერ ჩამოფრინდებიან-რაც არის, ისაა. სწორედ ამ პოლიტიკური სპექტრით უნდა შევცვალოთ ეს ანტიქართული რეჟიმი, ამიტომ პასუხისმგებლობა მათაც ეკისრებათ.
ლოზუნგი-“ამ ხელისუფლებას არჩევნებით ვერ შეცვლი“ ან „შულერს სათამაშოდ არ უნდა დაუჯდე“-არსებითად ყველაფრის სხვაზე გადაბრალებაა. ამავე დროს, ეს ლოზუნგი ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად რევოლუციას გულისხმობს. თუ ასეა, მაშინ ეს საჯაროდ უნდა ითქვას და შესაბამისი სამოქმედო გეგმაც უნდა ჩამოყალიბდეს.
ხელისუფლების მშვიდობიანი აქციებითა და არაძალადობრივი გზით შეცვლა დანაშაული არ არის. როდესაც ხელისუფლება ისეთ მდგომარეობაში ვარდება, რომ ძველებურად მართვა აღარ შეუძლია, გამოსავალი საბოლოოდ მაინც არჩევნებია, ოღონდ ასეთ შემთხვევაში შედეგი, როგორც წესი, საკმაოდ პროგნოზირებადია და გამარჯვებულიც წინასწარ ცნობილია. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია სომხეთში პაშინიანის მოსვლა ხელისუფლებაში.
ამბობ, რომ არჩევნები არ გინდა? ეს სავსებით ლეგიტიმური პოზიციაა. ოღონდ მაშინ უნდა მითხრა, როგორ აპირებ ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გარეშე და, ამასთანავე, რა უნდა ვაკეთო მე. წინააღმდეგ შემთხვევაში, „არჩევნები არ მინდა“ მხოლოდ საკუთარი უსუსურობის მიჩქმალვას ემსახურება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved