• რეკლამა
  • კონტაქტი
06:51, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რომ ინაზება და იკვანწება ის დასავლეთი, ვალში არიან სააკაშვილთან…” – გუბაზ სანიკიძე

ალია ავტორი - ალია
02:31 12-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
586

დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე. “ტვ პირველთან” ამბობს:

 

ვარ თავზარდაცემული, ჯერ მიშას ჯანმრთელობით და მერე რაც ხდება მიშას პატიმრობასთან დაკავშირებით, არამარტო ხელისუფლების მხრიდან, არამედ ხელისუფლების მხარდამჭერების მიმართ, არ მეგონა ქვეყანაში ასეთი ადამიანები თუ ცხოვრობდნენ. განვსხვავდებით ერთმანეთისაგან გემოვნებით, აზროვნებით, მაგრამ მეგონა ქართველებს ზნეობა და მორალი საერთო გვქონდა. სხედან და გახარებული ტაშის ცემა… ეს სააკაშვილის პრობლემა არ არის, ეს ადამიანების პრობლემაა, დაკარგულები არიან ღმერთისთვისაც და ადამიანებისთვისაც. ესენი აღარ არიან აღარც ქართველები, აღარც ადამიანები.

საჭიროა ერთი გადაწყვეტილების მიმღები კომიტეტი, რას დავარქმევთ… რაც უნდათ ის დავარქვათ, სახელები იცოცხლე, იმდენი გვაქვს, უნდა იყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ოჯახის წევრებიდანაც უნდა იყვნენ იქ, კონკრეტულად ამ თემაზე მიიღებს კომიტეტი გადაწყვეტილებებს და გაშლის ამ თემას, ვიღაცა პრეზიდენტის სასახლესთან აქციაზე, აგერ პარლამენტში შიმშილობა გრძელდება, სამწუხაროდ, რეაგირება არ არის, გარეთ, უცხოეთში, უკრაინაში, საზოგადოებაში, მედიაში, ეს უნდა იყოს გაწერილი მკაცრად იერარქიული. სულ ყველა კითხვას ახლა ვინ იქნება ამის უფროსი – ამის უფროსი, დიდი და მცირე არ უნდა იყოს, ჯგუფი, არა 100-150 კაცი, 100-150 კაცი რომ იკრიბება საქართელოში, იქ სალაყბოა უკვე, უნდა იყოს 9 ან 11, კენტი უნდა იყოს, რომ უცებ მიიღოს გადაწყვეტილება, დანარჩენმა ამ გადაწყვეტილებაში მიიღოს მონაწილეობა. ყველა უნდა იყოს ამ ფორმატზე გადასული, პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი სახეები, მედია წარმომადგენლები, ოჯახის წარმომადგენლები.

უცხოელმა პარტნიორებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ, კეთილი ნების გამო კი არა, ვალში არიან სააკაშვილთან ეგ პარტნიორები, 2008 წელში რომ მიატოვეს, და 2022 წლის 24 თებერვლამდე ლამის სააკაშვილზე იყო დაბრალებული. ახლა რომ ლაპარაკობენ, ცოტა გაინძრნენ, ზემოქმედების საშუალებები აქვთ, ვერბალური პროტესტიდან გადავიდნენ კონკრეტულ პროტესტზე. რომ ინაზება და იკვანწება ის დასავლეთი, ვალშია, პირველი ჩვენ შევასკდით რუსულ იმპერიალიზმს. წაუძინეს იქა, მერე ყირიმიო, მიეცით, კაცო გაატანეთ, უკრაინელებს უთხრეს და შეცდომა იყო დაშვებული, როცა უკარინამ წინააღმდეგობა არ გაწია, ახლა მიიღეს ეს. კი, კონსოლიდაცია მოხდა დასავლეთის უკრაინისთვის, მაგრამ სააკაშვილის თემაც უკრაინის თემაა, სააკაშვილი იგივე თემაა, ასპარეზზეა წინააღმდეგობის ზელენსკის და პუტინის, მოკლავს ბიძინა სააკაშვილს, გაიმარჯვა პუტინმა საქართველოში, აიღო მარიუპოლი, არ მოაკვლევინებს ზელენსკი და უკრინა და დასავლეთი – ესე იგი დამარცხდა რუსეთი საქართელოში, ფრონტის ხაზია. მიშას თემა არის ფრონტის ხაზი. პროდასავლური ძალები კონსოლიდაციას განიცდის იმაზე, რომ გავუშვათ ეს კაცი და გადავარჩინოთ, პირწავარდნილი რუსეთი – მოვკლათ, ამოვხადოთ… რად გვინდა იმნაირი ევროპა, თუ მიშას არ მოგვაკვლევინებს? ევროპას ეუბნებიან, შემოვალთ, ოღონდ ერთი პირობით, ჯერ მიშა მოგვაკვლევინებთ, დაგვახრჩობინეთ, ა, არ გვახრჩობინებთ? მაშინ არ გვინდა. მოიკითხეთ სად წავლენ ოცნების წევრები, სად დაისვენებენ – რა გინდათ იმ აქოთებულ ევროპაში, კაცო, შვილებს და შვილიშვილებს რატომ აჩერებთ? ვიღაცეები ამბობენ, ბავშვებზე არ შეიძლებაო – რატომ აჩერებენ იმ ევროპაში? იმიტომ რომ მოქალაქეობა უნდათ, ხო? თავისთვის უნდათ და ხლახისთვის არ უნდათ., სანამდე უნდა იყოთ ასე იდიპოტები და პრიმიტივები, ვინც ამას ყლაპავთ. თურმე ბიძინამ, გადაარჩინა საქართველო ომი რომ არ არის, შემთხვევით, უკრაინულმა არმიამ ხომ არ გადაგვარჩინა? შემთხვევით. მოუნაცვლეთ მოღუნულ ტვინს კითხვები ხანდახან, მოუნაცვლეთ.

თეგები: გუბაზ სანიკიძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved