• რეკლამა
  • კონტაქტი
02:10, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორც კი უცხოური ჩარევა შეწყდება, ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას სამი ძირითადი პრინციპის გარშემო: მამული, ენა და სარწმუნოება – ყაველაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:42 02-18-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

ჩვენი ოპონენტები გვესაუბრებიან ადამიანის უფლებების შესახებ, მაგრამ მათ მიაღწიეს იმ წერტილს, როდესაც 8 ან 9 წლის ბავშვს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სქესის შეცვლის შესახებ, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ფრანგულ მედიასაშუალებასთან – Radio Courtoisie-სთან საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა საქართველოს შთააგონოს ქრისტიანული ოჯახები ევროპაში, რომლებიც თქვენს მსგავსად იცავენ ოჯახსა და ტრადიციებს, ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ის პარტიებზე მაღლა დგას და სჯერა, რომ უნდა დავუბრუნდეთ ღირებულებების, მშობლებისა და ოჯახის დაცვას.

„დიდი მადლობა კითხვისთვის. როგორც პარლამენტარს მკაცრი პოზიციები მქონდა. როგორც პრეზიდენტი, ეს სხვაგვარადაა. მე პარტიებზე მაღლა ვდგავარ. მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ღირებულებების, მშობლებისა და ოჯახის დაცვას. სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებები მიუთითებს, რომ ეს მიმართულებები მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება. ამასთან დაკავშირებით, საქართველომ აღარ უნდა დაუშვას უცხოელი მინისტრების ჩარევა არჩევნებსა და ქვეყნის შიდა საქმეებში“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

კითხვაზე, რომელი გველეშაპი უნდა დაამარცხოს ახლა საქართველოს მფარველმა წმინდა გიორგიმ? მიხეილ ყაველაშვილა აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა დაამარცხოს ვოკიზმი.

„ჩვენი ოპონენტები გვესაუბრებიან ადამიანის უფლებების შესახებ, მაგრამ მათ მიაღწიეს იმ წერტილს, როდესაც 8 ან 9 წლის ბავშვს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სქესის შეცვლის შესახებ. ჩვენ გვაქვს რესურსები: ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას, როგორც კი უცხოური ჩარევა შეწყდება, რათა გავერთიანდეთ სამი ძირითადი პრინციპის გარშემო: მამული, ენა და სარწმუნოება. საქართველო ყოველთვის იბრძოდა გადარჩენისთვის. მას ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ ვსწავლობთ ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნებას.

ჩვენი ქრისტიანული რწმენა მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს იდენტობასთან. ჩვენ ღვთისმშობელი გვიცავს. ისტორიის გარკვეულ პერიოდში საქართველოს სახელმწიფო არ ჰქონია. ამ გაურკვეველ დროში ქართველები საკუთარ თავს ღმერთსა და სამშობლოს შორის ბუნებრივ კავშირად მიიჩნევდნენ, რათა დაეცვათ თავიანთი ქვეყანა. ბევრი წმინდანი გვყავს, ამ მოწამეებმა თავი შესწირეს მტერთან ბრძოლას მომავალი თაობებისთვის მომავლის შესანარჩუნებლად. მათთვის მთავარი იყო, როგორც დიდმა ილია ჭავჭავაძემ თქვა, მამული, ენა და სარწმუნოება. ეს სამი სვეტი კვლავ აქტუალურია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. აქედან გამომდინარეობს ჩემი ოპტიმიზმი: ქართული საზოგადოება შეძლებს ცივილიზაციის ამ ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებას“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved