• რეკლამა
  • კონტაქტი
03:41, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორც ჯანუკი იტყოდა: “მონატრებაა ყველაფერზე დიდი ტკივილი, მე ვტირი მაგრამ სიმღერას ჰგავს ჩემი ტირილი” – თაკო ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
17:10 09-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,928

დღეს, 30 სექტემბერს პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის დაბადების დღეა – ქალიშვილი, თაკო ჩარკვიანი, წერს:

დღეს 30 სექტემბერია – ძალიან ვაჟკაცი კაცი დაიბადა – დიდი პოეტი, ის პოეტი სტრიქონებად რომ დატოვა:
“მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი”,
“საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი”,
“მთავარი მაინც მამული არის განსაცვიფრებლად არის მთავარი,”
“მერე მოვკვდები ისე ლამაზად, ვით დაიბადა ეს ყველაფერი”,
“სულ ზევით ზევით,მაღლა და მაღლა”,
“ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია”.
“მართლა მჯიღის ხელა თუ ხარ, შენი მჯიღის ჭირიმე…. ირინოლა ირინოლა ირინოლა ირინე …..აჯანყდა და მტერი ხოცა ბინად ჰქონდა სანგარი, საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი”..
და კიდევ ის ამღერებული ლექსები, რომლებიც ხშირად სიმღერის დროს არც კი იცის ბევრმა რომ ჯანსუღისაა, ნუ ბევრია ასეთი ვინ მოთვლის აი მაგალითად: “ ამამღერე მხოლოდ ერთხელ ამამღერე”,
“ისევ მიდიხარ ისევ გშორდები, ისევ ეშვება ღამე”…..
“შენ რა იცი ძვირფასო , ჩემი სულის ხანძარი, ანთებული ხატი ხარ, ანთებული ტაძარი”,
“მინდორ და მინდორ დავყვები დავკრეფ ვარდსა და იასა”,
“ამამღერე მხოლოდ ერთხელ”
“სულ ზევით ზევით,მაღლა და მაღლა”,
“ღმერთო გადამირჩინე გული გაუყოფელი”
“”ჩემი აღარა ხარ მორჩა”
, “ჩამოთოვა ისევ იისფერი მთები,
შენს ხმას ვეღარ ვისმენ და ვეღარსად გხვდები”,
“მე ვტირი მაგრამ სიმღერას ჰგავს ჩემი ტირილი”.
“დედა”,
“მუხამბაზი”
“თბილისური”
მოკლედ რა ვიცი, მე ახლა რაც მომაგონდა უცებ და რაც ხშირად ისმის ხოლმე….. ვინ მოთვლის 200 სიმღერააა მის ლექსებზე შექმნილი არჩილ კერესელიძის, ვაჟა აზარაშვილის, გია ყანჩელის, ბიძინა კვერნაძე, მაცაცო სებისკვერაძის უამრავი სიმღერა , , ნუნუ გაბუნია, ბუთხუზ -ალექსანდრე ბასილაია,ნუნუ დუღაშვილი, მარიკო კვალიაშვილი ,, , ვახტანგ კაძიძის, ეთერ იოსებიძის, კოტე ჩლაიძის, ანუკი ცქვიტინიძის ….ღმერთო ხომ ვიცი ვიღაც ღირსეული გამომრჩა უთუოდ და მომიტევონ…..ჯემალ სეფიაშვილის ერთი ფირფიტაა -დისკია მთლიანად ჯანსუღის ლექსებზე, ნათია ზეინკლიშვილის, მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება-უკლებლივ ყველა ხიტი ჯანსუღის ლექსებზეა შექმნილი , რაც მთავარია “ჰიმნი თავისუფლებას”, აი ის ჰიმნი “ძლივს ძლივს ამოდის მთვარე სამოთხის ,ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის , თავისუფლება ლომთა ხვედრიაო” რომ ამბობდა და ამას ამბობდა პოეტი მაშინ- 1972 წელს, გარეთ თავისუფლების ფოთოლიც რომ არ შრიალებდა……..
ჰოდა ,რა ვიცი მემანტრება მაგრა და დილიდან ამეკვიატა მისი ხმა ( ძარღვებში და ხერხემალში შემოვიდა და ამაფორიაქა) “მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი,
მევალისათვის მიმატანინე ვალი,
გზააბნეულისთვის მასწავლებინე გზები,
შეუწამლავი შემაწამვლინე ზვრები,
მომაძებნინე სხვაგან დამარხულო ძვლები,
ამ ჩემს მამულში დამამარხვინე ძვლები,
მათქმევინე ქვეყნად სიცოცხლე ღირდა,
მერე წამოვალ, წამოვალ საცა გინდა”.
ასე ცხოვრობდა თავად და ეს პოსტულატივით კი დატოვა…….
ქვემოთ კი ეს ლექსი -“ბეთანია” მე მიყვარს და იმიტომ მოგაწოდეთ ……..როგორც ჯანუკი იტყოდა :”მონატრებაა ყველაფერზე დიდი ტკივილი, მე ვტირი მაგრამ სიმღერას ჰგავს ჩემი ტირილი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved