როგორც ჩანს, ნიკა მელია პირობას დებდა, რომ იქნებოდა მაქსიმალურად რადიკალური, დამაზიანებელი ამ ქვეყნისათვის და ზურგში დანა ჩაარტყეს, არ აცადეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მე არ ვიცი რას ნიშნავს მელიასთვის ზურგში დანის ჩარტყმა. როგორც ჩანს პირობას დებდა, რომ იქნებოდა მაქსიმალურად რადიკალური, დამაზიანებელი ამ ქვეყნისათვის და ზურგში დანა ჩაარტყეს, არ აცადეს. უფრო რადიკალური და ქვეყნისათვის დამაზიანებელი ვიღაც შეიძლება იყოს და უფრო კარგად განკარგოს ის ფული, რომელიც ოლიგარქების მიერ პარტიისკენ და მათი მედიებისაკენ მიემართება. რაც უნდა ის უქნიათ ერთმანეთისათვის, ქვეყანა არ დააზიანონ მთავარია“,- აღნიშნა მდინარაძემ.
კომენტარები