• რეკლამა
  • კონტაქტი
09:45, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა იცის ჯანდაცვის მინისტრმა?

ალია ავტორი - ალია
15:11 06-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

გიორგი გამსახურდია, ძმის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს:

“სანამ ესეთ სისულელეს დაწერთ, რომ მეუღლეს ქმართან არაფერი არ ესაქმება, თითქოს ვინმემ ეს თქვა, შედეგებზე არ ფიქრობთ? შედეგებზე რომ იფიქრო თუმცა, ნამუსიც უნდა გქონდეს ამ დროს… მოგიწევთ ამაზე განმარტებების მიცემა, თქვენივე ყვითელი პრესის ფურცლებზე.” (ციტატის დასასრული)

რაც შეეხება ცოტნეს მდგომარეობას: აჯიბადემის კლინიკაში რეანიმაციული ღონიძიებების დამთავრების შემდეგ, საკითხი დადგა ევროპაში ცოტნე გამსახურდიას სარეაბილიტაციოდ გადაყვანის შესახებ, თუმცა ეს პერიოდი დაემთხვა კოვიდ 19-თან დაკავშირებულ საჰაერო მიმოსვლის შეფერხებას, რის გამოც ა.წ. პირველი აპრილიდან ცოტნე გადაყვანილ იქნა იელოვას სარეაბილიტაციო ცენტრში. ეს იყო ერთადერთი სარეაბილიტაციო კლინიკა, რომელშიც შესაძლებელი გახდა ცოტნეს გადაყვანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

აღნიშნულ კლინიკაში ცოტნეს დაეწყო აქტიური სარეაბილიტაციო მკურნალობა: ფიზიოთერაპიული ვარჯიშები, მასაჟები, ელექტრომაგნიტური პროცედურები, რის შემდეგაც მისი ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა – შეძლო დამოუკიდებელი სუნთქვა, კიდურების მოძრაობა, დაჯდომა, სპეციალიზებული რობოტით სიარული, თხევადი საკვების მიღება. სამწუხაროდ, მკურნალობის შემდეგი ეტაპისთვის, რომელსაც საჭიროებს ცოტნე, ზემოთ აღნიშნული კლინიკა არაა საკმარისად სპეციალიზებული (ეტაპი, აქტიური ფიზიოთერაპიულ ვარჯიშებთან ერთად, მოიცავს აქტიურ კოგნიტიურ თერაპიას, ტვინის სტიმულაციას, ტრაქეოსტომის, გასტროსტომისა და ცისტოსტომის დახურვას, ე.წ. ლაპარაკის თერაპიას…). აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით იგეგმება მისი გადაყვანა ევროპაში, თუმცა ჯერჯერობით დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებთ. ამ ყველაფერზე ბოლომდე საქმის კურსშია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. ნურავინ მოგატყუებთ, რომ “არავინ არაფერი არ იცის”.

რამდენადაც მდგომარეობა მაინც საკმაოდ მყიფეა, ცოტნეს ირგვლივ ამჟამად საჭიროა სტაბილური და მშვიდი გარემო. მე რყევების და ინტერვენციების საჭიროებას ვერ ვხედავ. არც ჭორების და მითქმა-მოთქმის ღრუბლებია სიკეთის მომტანი.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved