• რეკლამა
  • კონტაქტი
12:24, ორშაბათი, 18 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორია პუტინთან ერთ მაგიდასთან ჯდომა – პუტინი მოულოდნელად სარკოზის ჰალსტუხზე ხელით წვდა” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:21 08-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
678

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

როგორია პუტინთან ერთ მაგიდასთან ჯდომა
პრეზიდენტი ტრამპი კარგად იცნობს ადამიანურ ბუნებას — თვალებიდან და ჟესტებიდან კითხულობს მათ, და დარწმუნებული ვარ, ჩემი რჩევა პუტინთან შეხვედრის წინ მას ნამდვილად არ დასჭირდება. მაგრამ, როგორც ადამიანმა, რომელსაც 30-ზე მეტი პირისპირი შეხვედრა ჰქონია რუსეთის ლიდერთან, მსურს გაგიზიაროთ, რას ნიშნავს თვალებში ჩახედო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბნელ და დაუნდობელ დიქტატორს.
პირველივე შეხვედრაზე, რომელიც კრემლში რამდენიმე საათს გაგრძელდა, მივხვდი – პუტინი ჩვეულებრივი პოლიტიკოსი არ არის. უფრო ზუსტად, ის საერთოდაც არ არის პოლიტიკოსი ტრადიციული გაგებით. მის შინაგან სამყაროში კვლავაც ცოცხლობს ნამდვილი კგბ-ს ოფიცერი – დაკვირვებული, გათვლიანი, ნადირივით მოთმინებით ჩამჯდარი, რომ ისწავლოს შენი ხასიათი და სუსტი მხარეები. მასთან გრძელი საუბრები უფრო დაკითხვის ჰგავდა, ვიდრე დიპლომატიურ დიალოგს – ცდილობდა ჩემგან გამოეთვალა მაქსიმუმი, თავად კი თითქმის არაფერს ამჟღავნებდა.
პუტინისთვის ტყუილი უბრალოდ ხანდახან გამოყენებული იარაღი კი არ არის – ეს მისი მუდმივი ენაა. და, რაც უფრო შემაშფოთებელია, ის არც კი ცდილობს თავის მოტყუებას ფარდა გადააფაროს. თითქოს თვალებით გეუბნება: „დიახ, არ გეუბნები სიმართლეს -მერე რა?“ მისი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ხრიკი არის მითითება თითქოს არსებულ, მაგრამ რეალურად გამოგონილ წარსულ შეთანხმებაზე, რომელიც მისი ოპონენტების მიერ „დარღვეულია“. ასე ცდილობს მორალური უპირატესობა მოიპოვოს მოლაპარაკების მაგიდასთან.
თუ შენს საუბარში სისუსტეს შეამჩნევს ან მოსმენილი არ მოეწონება, მაშინვე შეტევაზე გადადის. ეს არაერთხელ გამოუყენებია ჩემთან, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერებთან და დასავლელ პოლიტიკოსებთანაც.
G8-ის სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზისთან პირველი შეხვედრისას, პუტინი მოულოდნელად აგრესიული გახდა, რამდენჯერმე შეიგინა, ფრანგები კი გაოცებული შეჰყურებდნენ. 2008-ში, როდესაც სარკოზიმ სცადა შუამავლობა მასსა და ჩემ შორის, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმის შემდეგ, პუტინმა მოულოდნელად სარკოზის ჰალსტუხზე ხელით წვდა და შეაჯანჯღარა, თან მუქარით განაცხადა, რომ მე „სასქესო ორგანოებით ჩამომკიდებდა“. იმავე წელს, სოჭში შეხვედრაზე, ჯორჯ ბუშს ომით დაემუქრა, თუ იგი არ შეწყვეტდა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას.
დარწმუნებული ვარ, ტრამპთან ასეთ საქციელს პუტინი ვერ გაბედავს. დღეს ის მძიმე, დაუცველ მდგომარეობაშია – ეკონომიკა და არმია ზეწოლის ქვეშაა. მან კარგად იცის, რომ ტრამპი მზადაა რადიკალური ნაბიჯებისათვის და არ სცნობს იმ „წითელ ხაზებს“, რომლებიც მის წინამორბედებს ჰქონდათ. ტრამპის ენერგიული, დომინანტური პიროვნება იმუნურია პუტინის ხრიკებისა და სიცრუის მიმართ. ალბათ შეეცდება კომპლიმენტებითა და ტყუილებით მოაჯადოვოს, მაგრამ ტრამპმა უკვე ღიად თქვა, რომ ასეთ თამაშში აღარ შევა.
პუტინთან ურთიერთობაში უნდა გახსოვდეთ – მას ღრმად, გულწრფელად სძულს ამერიკა. იგი ხედავს მას, როგორც რუსეთის მთავარ მტერს, მიუხედავად იმისა, ვინ ზის თეთრ სახლში. პირველი გრძელი მონოლოგი, რომელიც მისგან მოვისმინე, ჯერ კიდევ 2004 წელს, იყო გაფრთხილება: თუ მასთან მეგობრობა მინდოდა, ამერიკელების რჩევა არ მომესმინა. მისთვის ნებისმიერი ომი ყოველთვის არის აშშ-სთან დამალული ომი. საპირისპიროში დარწმუნების შანსი არ არსებობს.
პუტინი არ არის რაციონალური, თუ საქმე ეხება ეკონომიკურ სარგებელს ან პრივილეგიებს – მას არ სჯერა დაპირებების. სჯერა მხოლოდ შიშისა და ძალის. ნებისმიერი დათმობა მის თვალში სისუსტეა. ზუსტად ასე მოხდა ობამას „გადატვირთვის პოლიტიკით“, რის შემდეგაც მან ყირიმი მიიტაცა და სირიაში შეიჭრა.
რუსული ცეცხლის შეწყვეტა – ხაფანგი
რუსეთმა არაერთხელ გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა – 90-იან წლებში საქართველოში, აზერბაიჯანში, ჩეჩნეთში და 2008-ში ისევ საქართველოში. მაგრამ ეს ყოველთვის იყო დროებითი ტყუილი, რათა მსხვერპლი მოდუნებულიყო, ხოლო შემდეგ ომი განახლებულიყო და ახალი ტერიტორიები მიეტაცებინათ.
შურისმაძიებელი ბუნება
პუტინი შურისმაძიებელი ადამიანია. ამას სხვებზე კარგად მე ვიცი – თითქმის ოთხი წელი გავატარე ციხეში მისი ქართველი მორჩილის, ოლიგარქ ივანიშვილის ხელში. იქ მომწამლეს და მაწამეს. მთელი ეს დრო პუტინის ჩრდილი თან მდევდა, როგორც გაფრთხილება იმისა, რაც ემართება მათ, ვინც გაბედავს მის გამოწვევას.
ხშირად მახსენდება ჩვენი ბოლო შეხვედრისას, 2008 წლის თებერვალში ნათქვამი სიტყვები:
„შენი დასავლელი მეგობრები ბევრ კარგ რამეს გპირდებიან, მაგრამ არასდროს ასრულებენ. მე არაფერს გპირდები, მაგრამ ყოველთვის ვასრულებ.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

12:41 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved