ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეკატერინე ტიკარაძე თავს კარგად გრძნობს და ის დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
“როგორც კი მას ექნება PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, ის დაუბრუნდება საქმიანობას. რაც შეეხება ვაქცინაციას, ახლად გადატანილი ინფექციის შემთხვევაში ვაქცინაცია ჩვენთან არ კეთდება. განმეორებით ვაქცინაციაზე გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი პირველ ივნისს დაუდასტურდა.
კომენტარები