• რეკლამა
  • კონტაქტი
11:30, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორია ხარაგაულში ნგრევის დროს დაშავებული 10 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ალია ავტორი - ალია
18:26 12-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ხარაგაულში ნგრევის დროს დაშავებული 10 პირი კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ. “კურიერთან” სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა პირველი კომენტარი ექიმმა, რომელმაც დაზარალებულების მდგომარეობა შეაფასა. მისი თქმით, რამდენიმე პირმა პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, კლინიკა უკვე დატოვა. ამ დრომდე კი, ზესტაფონის სამედიცინო დაწესებულებაში 4 ადამიანი რჩება და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 2 ადამიანი კი, შედარებით მძიმე მდგომარეობით, ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. 

კომპანიის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ მათთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, თუ რამ გამოიწვია ნგრევა. 

“შენობას აქვს მშენებლობის ნებართვა, აგებულია პროექტის მიხედვით. ასე რომ მიზეზებზე, ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, ეს არის თოვლი. სამუშაო დაწყებული არ იყო, ისე მოხდა ჩამონგრევა. ასეთ დროს ყოველთვის დგება ხოლმე ვიღაცის პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვის შეეხება ეს არ ვიცი, ამას გამოძიება დაადგენს,”- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი გიზო კუკალაძე. 

ადგილზე კი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია შეწყდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ნანგრევებში მოქალაქეები აღარ არიან. უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. რკინის საამქროს კონსტრუქციის ჩამოშლის სავარაუდო მიზეზად დიდთოვლობა განიხილება. დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved