ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარიკა ეზუგბაიას განცხადებით, მათთან მოთავსებული ავადმყოფების ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქმის დამაკმაყოფილებელია.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენს ცენტრში 4 პაციენტი მოთავსდა, 2 მათგანს H1N1 დაუდგინდა, 2 კი განაგრძობს ჩვენთან მკურნალობას. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოირიცხა პნევმონია. მათი ზოგადი მდგომარეობა თითქმის დამაკმაყოფილებელია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ჩატარებული კვლევებით ყველა შესაძლო პათოგენი გამოირიცხა, საჭიროა კვლევის გაგრძელება, საბოლოო პასუხი კი დაახლოებით 2-3 დღეში იქნება“, – აცხადებს მარიკა ეზუგბაია.
კომენტარები