• რეკლამა
  • კონტაქტი
21:21, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორია FARA–ს გამოყენების პრაქტიკა აშშ-ში და რას გეგმავს “ოცნება”? – SJC

ალია ავტორი - ალია
15:16 03-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
301

“სოციალური სამართლიანობის ცენტრიში” აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” ამერიკული კანონის – “უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ” – შემოღებას სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე ზედამხედველობისა და კონტროლის მოპოვების კონტექსტში განიხილავს.

ამასთან, როგორც SJC აღნიშნავს, FARA-ს გონივრული განმარტების პირობებში, ასეთი ორგანიზაციები კანონის რეგულირების ფარგლებს მიღმა უნდა დარჩნენ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოამზადა შეფასება თუ რატომ არ ვრცელდება FARA სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე და როგორია მისი გამოყენების პრაქტიკა აშშ-ში.

“1938 წელს FARA-ს მიღების კონტექსტი, ევოლუცია და მისი გამოყენების ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ FARA არა ავტონომიური საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობას არეგულირებს. ამ ორგანიზაციებს FARA-ს „აგენტის“ დეფინიცია ვერ მოერგება, რადგან ისინი დაფინანსების მრავალფეროვანი წყაროების გამო ვერ აკმაყოფილებენ კანონის ერთ-ერთ კრიტერიუმს – რომელიმე წყაროდან სრულად ან დიდწილად დაფინანსებას. ამის მაგალითია ისიც, რომ 2023 წლის მონაცემებით, აშშ-ში FARA-ს ფარგლებში რეგისტრირებული არაკომერციული იურიდიული პირების წილი 5%-ზე ნაკლებია. გარდა ამისა, 1960-იანი წლებიდან კანონი პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა: 1966-2015 წლებში იუსტიციის დეპარტამენტმა მხოლოდ 7 კრიმინალური საქმე აღძრა FARA-ს საფუძველზე. კანონის აქტუალობა კი 2016 წელს, ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შემდეგ გაიზარდა. FARA-ს მსუსხავ ეფექტსა და განჭვრეტადობაზე აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მსჯელობა არასდროს მოუწია, რაც განპირობებულია: 1) 1960-2016 წლებში კანონის ფაქტობრივად შეუსრულებლობით; 2) მისი ვიწრო რეგულირების სფეროთი და მიზნებით; 3) დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით; 4) გამოხატვის თავისუფლებისადმი პოლიტიკური და სამართლებრივი კონსენსუსით. საქართველოში კი, პირიქით, FARA-ს მტრულად განწყობილი პოლიტიკური გარემო, „მიტაცებული“ სასამართლო და გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებისგან დაცლილი სისტემა ხვდება”, – წერია ინფორმაციაში.

ვრცლად ნახეთ აქ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved