• რეკლამა
  • კონტაქტი
17:58, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორია 2020 წლის გამოცდების “რომეოს” ისტორია და რა რეაქცია ჰქონდა “ჩურჩუტელას”?

ალია ავტორი - ალია
14:32 07-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
259

კითხვაზე – „რით დაგამახსოვრათ თავი 2020 წლის ეროვნულმა გამოცდებმა“, კორონავირუსს თუ არ ჩავთვლით, უმრავლესობის პასუხი იქნებოდა თბილისის ერთ-ერთი საგამოცდო ცენტრის შესასვლელში გამოკრული პოსტერი წარწერით

„გაიღიმე ჩურჩუტელა, წარმატებებს გისურვებ! მიყვარხარ“!

ეროვნული გამოცდების რომეოდ წოდებული შეყვარებული ბიჭის ჟესტმა, სრულიად სოციალური ქსელი და ინტერნეტ-მედია ვირუსულად მოიცვა. ზოგს ადრესატის ვინაობა აინტერესებდა, ზოგს ავტორის, ზოგს ეპითეტი „ჩურჩუტელა“ მოხვდა თვალში და ზოგსაც გულში.

და რადგან ფოტო პირველებმა გაგიზიარეთ, ავტორსაც მივაგენით. EDU.ARIS.GE 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველაზე პოზიტიური მოვლენის ავტორს, საბა ჯიქურს ესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, საბას არც კი უფიქრია, რომ მის მიერ საყვარელი ადამიანისთვის მომზადებული სიურპრიზი ამხელა აჟიოტაჟს გამოიწვევდა. გავიგეთ ისიც, რომ ეს ამბავი სევდიანია, რადგან საბას ჯერ კიდევ გამოცდებამდე დაშორდა შეყვარებული.

-ამ ეროვნულ გამოცდებზე თქვენ პოსტერზე დიდი გამოხმაურება არაფერს მოჰყოლია. ელოდი საზოგადოების ასეთ რეაქციას?

-სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არც მიფიქრია ხალხის რეაქციაზე. უბრალოდ მინდოდა რომ ჩემი საყვარელი ადამიანისთვის პატარა სიურპრიზი გამეკეთებინა და სტრესული გამოცდის წინ, მცირე პოზიტივი შემეტანა. ღამის 02:00 საათიდან დავიწყე ადრესატის სახლიდან სამსახურამდე ამ სტიკერების გაკვრა და ბოლოს საგამოცდო ცენტრის შესასვლელში ბანერით დავაგვირგვინე.

-შენმა სიურპრიზმა მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. რატომ დაამთხვიე უცხო ენის გამოცდას, მანამდე ხომ ორი სხვა გამოცდაც იყო?

-ადრესატისთვის ეს ბოლო გამოცდა იყო და, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ მისი ნერვიულობა პიკს აღწევდა ამ კონკრეტულ დღეს. ორი წლის განმავლობაში ჩვენი გრძნობები ორმხრივი იყო, თუმცა უკანასკნელ თვეში გაცალმხრივდა. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ რაიმე ისეთი გამეკეთებინა, რაც მის გულს გაახარებდა. თუმცა ამანაც არ უშველა.

-რა რეაქცია ჰქონდა თქვენი პოსტერის ადრესატს?

-სამწუხაროდ, არ ვიცი გაეხარდა თუ ეწყინა, იმიტომ რომ არანაირი რეაქცია არ გამოუხატავს ისე, რომ მე გამეგო. არაფერი არ უთქვამს საერთოდ. ჩემი შეყვარებულის გარდა ყველას ცხოვრებაში შევიტანე მგონი პოზიტივი.

-და რატომ მაინცდამაინც „ჩურჩუტელა“?

-რაც შეეხება ,,ჩურჩუტელა”- ს, პირველ რიგში, ეს მოფერებითი სახელი იყო, რასაც წარსულშიც ვეუბნებოდი ხოლმე დიდი სიყვარულით. მეორე რიგში ის, რომ იმ საგამოცდო ცენტრში ძალიან ბევრი მისი სახელის მქონე გოგო იქნებოდა და ასე კონკრეტულად შეიძლება არც მიეღო საკუთარ თავზე სახელის დაწერის შემთხვევაში.

-რას უპასუხებ იმ ხალხს, ვისი გაღიზიანებაც გამოიწვია ამ მიმართვამ?

-ამ ხალხს ნამდვილად არაფერს ვუპასუხებ და არც მიპასუხია. არ მესმის რა იყო იქ გამაღიზიანებელი და ნეგატიური. როგორც ჩანს, აღქმის და გაგების პრობლემასთან ერთად ისიცაა, რომ დადებითის და კარგის დანახვაც უჭირთ და ბუზს სპილოდ გადააქცევენ ხოლმე. ამ პოსტერს და იქ ყველა სიტყვას, მხოლოდ სიყვარული ედო საფუძვლად, ამიტომ არც ერთ კომენტარზე არ გამიცია პასუხი.

მართალია, საბას რჩეულმა გამოცდები უკვე დაასრულა, თუმცა მის გასამხნევებლად მომზადებული ბანერი ისევ საგამოცდო ცენტრის შესასვლელშია, როგორც საბამ გვითხრა, მის აღებას არ აპირებს.

„ბანერის აღებას არ ვაპირებ. არ ვაპირებ იქამდე, სანამ ხალხი „ჰაჩიკოს“ არ შეარქმევს.

ასე რომ, მათ ვისაც წინ კიდევ რამდენიმე გამოცდა დაგრჩათ, სიყვარულით შექმნილი პოსტერი საგამოცდო პროცესის წინ განწყობას კიდევ გაგიუმჯობესებთ. საბას კი, ბედნიერებას და დიდ სიყვარულს ვუსურვებთ ასეთი სითბოს გაზიარებისთვის.

edu.aris.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved