• რეკლამა
  • კონტაქტი
16:13, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:40 03-05-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

გამართული, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, ყველა პაციენტისთვის საოცნებოა და კლინიკის ქმედითუნარიანობას ბევრად ზრდის. სწორედ ლაბორატორიის დახმარებით ხდება რიგი დაავადებების დაზუსტება, ან გამორიცხვა. კიდევ უფრო მეტი ფუფუნებაა, თუ უსაფრთხოების სტანდარტი, დადგენილი წესების მიხედვით, მკაცრად კონტროლდება, და თუ ყველა საჭირო კვლევის ჩატარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. კიდევ ერთი კომფორტია, როცა კვლევის ზუსტი პასუხები სწრაფადაც შეუძლია კლინიკას მოგაწოდოს და ამასთან, ექიმს ერთიანად აუტვირთოს ბაზაში, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში დასვას დიაგნოზი და დაიწყოს მკურნალობა.

ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ თანამედროვე ლაბორატორია უზარმაზარი კომფორტია, ოღონდ, ცოტამ თუ იცის, მაინც როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია, რა არის მისი მდგენელი? – დღეს, „ალიას“ ამ და სხვა კითხვებს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 20–წლიანი პროფესიული გამოცდილებით, თამარ თედიაშვილი უპასუხებს.

– როცა პროფესიაში პირველად შედგით ფეხი, როგორ წარმოგედგინათ თქვენი ოცნების ლაბორატორია და როგორია დღეს ის მსოფლიოში და საქართველოში, ჰგავს იმას, რაც წარმოგედგინათ? 

– ლაბორატორიულ მედიცინაში ჩემი სამუშაო გამოცდილება რამოდენიმე ათეულ წელს მოიცავს. ლაბორატორიული საქმიანობის მოდელი წარმოადგენდა მაღალტექნოლოგიურ და მკაცრად სტანდარტიზებულ სივრცეს, სადაც თითოეული პროცესი ეფუძნებოდა წინასწარ განსაზღვრულ წესებს და მეცნიერულ სიზუსტეს – გარემო, სადაც დიაგნოსტიკა ხორციელდებოდა უახლესი მეთოდებით, ავტომატიზებული ანალიზატორებით და ციფრული მონაცემთა მართვის სისტემებით. სივრცე, სადაც შერწყმული იქნებოდა სასწავლო-შემეცნებითი პროცესი, კვლევითი საქმიანობა და კლინიკური პრაქტიკა.
მსოფლიოში დღეს ეს მოდელი რეალობადაა ქცეული, ლაბორატორიული სფერო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა მედიცინაში, რადგან დიაგნოსტიკური ტექნოლოგიები, ხარისხის და ინფორმაციის მართვის სისტემები, მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდები მუდმივად იხვეწება და ფართოვდება.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხის უზრუნველყოფას, ბიოსაფრთხოებას და აკრედიტაციას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს დიაგნოსტიკური სიზუსტის მაღალ დონეს და პაციენტზე ორიენტირებულ სერვისს.

საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ბოლო ათეული წლების მანძილზე ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანი პროგრესია; დაინერგა თანამედროვე აპარატურა, განვითარდა ტექნიკური ინფრასტრუქტურა, გაძლიერდა ხარისხის კონტროლის მექანიზმები და გაიზარდა საერთაშორისო თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, საწყის წარმოდგენასთან შედარებით, დღევანდელ რეალობაში, თანამედროვე ლაბორატორია, ბევრად უფრო განვითარებულია და ტექნოლოგიურად ძლიერია.

საბოლოოდ, დღეს საუკეთესო ლაბორატორიის სტანდარტი ჩემთვის მხოლოდ ტექნოლოგიური სრულყოფილება აღარ არის, ეს არის პროფესიონალების გუნდი, უწყვეტი განათლება, ხარისხის კულტურა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წინაშე მაღალი პასუხისმგებლობა.

– რა როლი აქვს ლაბორატორიას პაციენტის სწორ და დროულ დიაგნოსტიკაში?

– ლაბორატორია, თანამედროვე ჯანდაცვის სისტემაში, დიაგნოსტიკური პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. პაციენტის სწორი და დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანწილად ეფუძნება ლაბორატორიული კვლევების შედეგებს. ლაბორატორიული მედიცინის ძირითადი როლი მდგომარეობს პათოლოგიური პროცესების ადრეულ იდენტიფიცირებაში. ბიოქიმიური, ჰემატოლოგიური, იმუნოლოგიური და მოლეკულური და სხვა მეთოდები იძლევა შესაძლებლობას, დაავადება გამოვლინდეს ადრეულ სტადიაზე, სანამ კლინიკური ნიშნები სრულად ჩამოყალიბდება.

ლაბორატორია მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს დიფერენციული დიაგნოსტიკის პროცესში, უზრუნველყოფს რა კლინიკურად მსგავსი მდგომარეობების ერთმანეთისგან გამიჯვნას, ამით ამცირებს დიაგნოსტიკური შეცდომის რისკს. სანდო და დროულად მიღებული შედეგები ქმნის საფუძველს მკურნალობის მიზნობრივი სტრატეგიის განსაზღვრისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია ლაბორატორიის როლი მკურნალობის მონიტორინგსა და პროგნოზის შეფასებაში. მკურნალობის ეფექტურობის კონტროლი, გვერდითი მოვლენების გამოვლენა და დაავადების მიმდინარეობის დინამიკის შეფასება ხშირად სწორედ ლაბორატორიულ მაჩვენებლებზეა დაფუძნებული.

ამრიგად, ლაბორატორია კლინიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესის აქტიური და საიმედო პარტნიორია, რომლის სიზუსტე, ოპერატიულობა და ხარისხი პირდაპირ განსაზღვრავს პაციენტის ჯანმრთელობას.

– რას წარმოადგენს დღეს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია? რომ ჩამომითვალოთ 3 რამ, რითიც ამ კლინიკის ლაბორატორიაში მუშაობით ამაყობთ?

– „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია წარმოადგენს თანამედროვე, მრავალპროფილურ დიაგნოსტიკურ ცენტრს, რომელიც აერთიანებს მაღალტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, ხარისხის მართვის სტანდარტებსა და გამოცდილ პროფესიონალთა გუნდს. ლაბორატორია ფუნქციონირებს საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად და უზრუნველყოფს როგორც რუტინულ, ისე მაღალსპეციალიზებულ კვლევებს, რაც კლინიკურ გუნდს საშუალებას აძლევს სწრაფად და სანდოდ მიიღოს გადაწყვეტილებები პაციენტის მართვის პროცესში.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიის მაღალი ხარისხის სამი ძირითად ფაქტორზე გავამახვილებდი ყურადღებას:

  • ა) თანამედროვე და მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიური ბაზა – ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე სრულად ავტომატიზებული ანალიზატორებით, რაც უზრუნველყოფს კვლევების ფართო სპექტრს, ოპერატიულ შესრულებას და კვლევის შედეგის დაუყოვნებელი მიწოდების სერვისს.
  • ბ) ხარისხისა და სანდოობის კულტურა – ლაბორატორიაში დანერგილია შიდა და გარე ხარისხის კონტროლის სისტემები, რაც უზრუნველყოფს კვლევების სიზუსტეს, შედეგების კლინიკურ სანდოობას. ხარისხი ჩვენთვის არა მხოლოდ სტანდარტია, არამედ პროფესიული ეთიკის ნაწილი.
  • გ) პროფესიონალთა გუნდი და უწყვეტი განვითარება– ლაბორატორიის მთავარი ღირებულება ადამიანური რესურსია, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების უწყვეტი განათლება და პროფესიული ზრდა ჩვენი განვითარების საფუძველია.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია არის სივრცე, სადაც ტექნოლოგია, ცოდნა და
პასუხისმგებლობა ერთიანდება პაციენტის ინტერესების სასარგებლოდ.

– ხარისხი და სისწრაფე, – იყო დრო, ორივე ერთად თუ შეიძლებოდა რთულად წარმოგვედგინა – როგორაა დღეს ამ მხრივ სიტუაცია და რა განაპირობებს მას?

– წარსულში, ლაბორატორიული კვლევის შესრულება დროის მნიშვნელოვან რესურს მოითხოვდა, რაც გამოწვეული იყო პროცესების ნაკლები ავტომატიზაციით და მწირი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით;
თანამედროვე ლაბორატორიულ მედიცინაში კვლევის მაღალ ხარისხთან, ზედმიწევნით სიზუსტესთან თავისთავად მოიაზრება შესრულების მცირე დრო რაც განპირობებულია მაღალ ტექნოლოგიური რესურსით.

დღეს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია წარმოდგენილია ისეთი ცნობილი სრულად ავტომატიზირებული აპარატურული ბრენდებით, როგორიცაა: Roche, Sysmex, Stago, Radiometer, Instrumental Laboratory, Vitek, Alegria და ა. შ. სრულად ავტომატიზებული სამუშაო სისტემები საშუალებას აძლევს კლინიკას უმოკლეს დროში განახორციელოს ფართო სპექტრის დიაგნოსტიკური კვლევები უმაღლესი სიზუსტის, სანდო შედეგებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული და გადაუდებელი კლინიკური შემთხვევების მართვისას.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიის სრული სერვისი ერთ სივრცეშია ლოკალიზებული, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს დიაგნოსტიკის პროცესს, ამცირებს დროს და საშუალებას აძლევს ექიმს დროულად მიიღოს შედეგები ერთიან, პროგრამულად ინტეგრირებულ ფორმატში.

– რით არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბრენდების აპარატურაზე მუშაობა, ყოველდღიურ ლაბორატორიულ პრაქტიკაში?

– საერთაშორისო ბრენდების მიერ წარმოებული მაღალტექნოლოგიური თანამედროვე აპარატურა და ავტომატიზებული პროცესები ამცირებს ადამიანური ფაქტორების გავლენას და უზრუნველყოფენ მაღალ ანალიტიკური სიზუსტეს და სანდოობას,ზუსტ სტანდარტიზაციას, ხარისხიან შედეგებს და პაციენტის უსაფრთხოების მაღალ დონეს ყველა ტიპის ლაბორატორიული ანალიზისთვის, კვლევის ყველა ეტაპზე.

– რამდენად ფართოა ლაბორატორიული კვლევების სპექტრი „ნიუ ჰოსპიტალსში“ ?

– „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიაში ყველა სახის ლაბორატორიული სერვისია წარმოდგენილი: ბიოქიმია, იმუნოლოგია, კოაგულაცია, ჰემატოლოგია, კლინიკური და მიკროსკოპიული გამოკვლევები, ციტომორფოლოგიური და ბაქტერიოლოგიური მიმართულების კვლევები;
ყველა ლაბორატორიული კვლევა ერთ სივრცეშია წარმოდგენილი, რაც არის კომფორტი პაციენტისთვის დროის დაზოგვის კუთხით, ასევე ექიმისთვის კვლევის შედეგების ერთიან ფორმატში პროგრამულად გადაცემაში.

– როგორ არის უზრუნველყოფილი ხარისხის კონტროლი და პაციენტის უსაფრთხოება ლაბორატორიული კვლევის ყველა ეტაპზე?

– კლინიკისთვის ხარისხზე უწყვეტად ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია ყოველდღიურად ზრუნავს, რომ თითოეულმა კვლევამ ზედმიწევნით ზუსტი და კლინიკურად საიმედო შედეგი უზრუნველყოს; ლაბორატორიაში მოქმედებს კვლევების ხარისხის კონტროლის ყოველდღიური შიდა და ყოველთვიური გარე საკონტროლო პროგრამები.

მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ფაქტორია სამედიცინო პერსონალის მიერ წინასწარ გაწერილი სტანდარტული სამუშაო პროცედურების და პროტოკოლების მაღალი სიზუსტით შესრულება.

  • პრეანალიტიკური ეტაპზე – მნიშვნელოვანია პაციენტის სწორად მომზადება კვლევისთვის, ნიმუშის აღების, ტრანსპორტირების, დამუშავების, შენახვის წესების ზუსტი დაცვა
  • ანალიტიკურ ფაზას ეკუთვნის მაღალი ხარისხის რეაგენტებით კვლევის წარმოება, ანალიზატორების მოვლის, კალიბრაციის პროცედურების და ხარისხის კონტროლის პროტოკოლების ზედმიწევნითი სიზუსტით შესრულება;
  • პოსტანალიტიკა უკავშირდება გამოკვლევის შედეგების სწორ ინტერპრეტაციას, ანალიზს და დროულ მიწოდებას.

განახლებული ინფრასტრუქტურა და სრულად ავტომატიზებული სამუშაო სისტემები ქმნის გარემოს, სადაც პაციენტებს და ექიმებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სწრაფი და ზედმიწევნით ზუსტი შედეგები, როგორც რთული კლინიკური შემთხვევების მართვისთვის, ისე ყოველდღიური კლინიკური გადაწყვეტილებებისათვის.

– რა უპირატესობაა ის ფაქტი, რომ ყველა ლაბორატორიული კვლევა ერთ სივრცეში მიმდინარეობს და შედეგები პროგრამულად ინტეგრირებული ფორმით მიეწოდება ექიმს?

– ერთ სივრცეში ლოკალიზებული ლაბორატორიული მიმართულება ქმნის ეფექტურ, სტანდარტიზებულ და უსაფრთხო დიაგნოსტიკურ გარემოს; შემცირებულია ნიმუშის ტრანსპორტირებასთან და საანალიზო მასალის დამუშავებასთან დაკავშირებული პრეანალიტიკური ხარვეზების რისკები, შემცირებულია ასევე კვლევის დასრულების დრო და უზრუნველყოფილია პროცესების ცენტრალიზებული ხარისხის კონტროლი.

კვლევის შედეგების პროგრამულად ინტეგრირებული მიწოდება, ინფორმაციული სისტემების (LIS–HIS) ინტეგრაცია ექიმს აძლევს პაციენტის ლაბორატორიული მონაცემების ერთიან, სრულყოფილ სურათს, რაც აუმჯობესებს კლინიკური გადაწყვეტილების სიზუსტესა და სისწრაფეს. რის შედეგად იზრდება დიაგნოსტიკური სანდოობა, მცირდება შეცდომის ალბათობა.

–როგორ აერთიანებს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია მაღალტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას და გამოცდილ პროფესიონალ გუნდს?

– მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და გამოცდილი პროფესიონალების ერთობლიობა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიაში უზრუნველყოფს დიაგნოსტიკური პროცესის მაღალ სიზუსტეს, სანდოობასა და ეფექტიანობას. თანამედროვე, ავტომატიზებული სისტემები ამცირებს პრეანალიტიკურ, ანალიტიკურ და პოსტანალიტიკურ შეცდომებს, ზრდის შედეგების წარმადობას, ხოლო კვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს ხარისხის მუდმივ მონიტორინგსა და შედეგების პროფესიულ ინტერპრეტაციას.

ამ სინერგიის შედეგად მიიღება კლინიკურად ღირებული, დროული და ზუსტი ინფორმაცია, რაც აუმჯობესებს სამედიცინო გადაწყვეტილებების ხარისხს, ზრდის პაციენტის უსაფრთხოებას და აძლიერებს სამედიცინო მომსახურების საერთო ეფექტურობას.

– რა განაპირობებს პაციენტების ნდობას „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიის მიმართ და რატომ უნდა გააკეთონ არჩევანი სწორედ თქვენს ლაბორატორიულ მომსახურებაზე?

– პაციენტების ნდობას „ნიუ ჰოსპიტალსი“-ის ლაბორატორიის მიმართ განაპირობებს ხარისხზე ორიენტირებული მართვის მოდელი: მუდმივი ინვესტიცია ხარისხში, განახლებული ინფრასტრუქტურა და სრულად ავტომატიზებული სამუშაო სისტემები ,ტექნოლოგიური სიზუსტე და მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობა. სტანდარტიზებული სამუშაო პროცესები, ხარისხის შიდა და გარე კონტროლის სისტემები, თანამედროვე აპარატურა და მონაცემთა პროგრამული ინტეგრაცია უზრუნველყოფს შედეგების მაღალ სანდოობასა. სწორედ ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის, პროფესიული გამოცდილებისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის ერთობლიობა წარმოადგენს იმ საფუძველს, რის გამოც პაციენტებმა შეიძლება არჩევანი გააკეთონ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიულ მომსახურებაზე.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved