• რეკლამა
  • კონტაქტი
11:11, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორი თამადა და როგორი მამაა ლაშა ტალახაძე და რა არის ის, რისი აწევაც მას მარტოს არ შეუძლია?

ალია ავტორი - ალია
20:08 08-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

სპორტის ქართველმა ვარსკვლავმა, ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადის ისტორიაში თავისი ფურცელი ჩაწერა. ტოკიოს ოლიმპიადაზე არა მარტო ოქროს მედალი აიღო, ორჭიდის ჯამში 488 კგ დააფიქსირა, რაც მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია!

მსოფლიოს უძლიერეს ძალოსანი,27 წლისაა და ორი შვილის მამაა. 2019 წელს ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშამ 3 ოქროს მედალი მოიპოვა და მეოთხედ შეინარჩუნა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ამ გამარჯვების შემდეგ ის ,,სარკესთან” ყვებოდა:

-მამაჩემი ჩემი პირველი მწვრთნელი იყო 15 წლამდე და მის აზრს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დედა და მეუღლე ვერასდროს უყურებენ ჩემს ასპარეზობას, რადგან ძალიან განიცდიან და როდესაც შედეგს გაიგებენ, მხოლოდ ამის შემდეგ ჩართავენ ხოლმე ჩემს გამოსვლას და უყურებენ.

– გარეგნობა კარგი პურისმჭამელი მამაკაცის გაქვთ. გაწერილი კვების რაციონის დარღვევა ხშირად გიხდებათ? როგორი თამადაა მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი?

–მეკითხებიან, როდის დავლევ მათთან ერთად, მაგრამ, ალკოჰოლი ათასში ერთხელ შეიძლება დავლიო. წელიწადი შეიძლება ისე გავიდეს, რომ ღვინო არ მივიღო. ჩემს თამადობას ვერ მივესალმები,. ქართული სუფრა მიყვარს, მაგრამ თავს ვარიდებ. ზოგჯერ მწვრთნელები გვაძლევენ უფლებას, რომ ცოტა ლუდი დავლიოთ და კუნთი მოვადუნოთ და დავასვენოთ.

– რა დროს უთმობთ ოჯახს და ჩვილ გოგონას?

–ჩემი გოგონა რომ დაიბადა, მაშინ ვნახე და, კბილი რომ წამოუვიდა, ახლა ვნახე. მეუღლე ჩემი მხრიდან იმიტომაც იმსახურებს პატივისცემას, რომ მიგებს და კარგად იცის, რამხელა შრომა სჭირდება ამ სახეობას.

ახლა შედარებით თავისუფალი დრო მაქვს და მაქსიმალურ დროს ვატარებ მეუღლესთან და ბავშვთან. პამპერსის გამოცვლა, ჭამა, გასეირნება – ამ ყველაფერს ძალიან დიდი აზარტით ვაკეთებ, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

–მხიარული კითხვა მინდა, დაგისვათ – სოციალურ ქსელში მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცს, ანუ თქვენ, ეროვნული ვალუტის აწევას გთხოვენ. შეძლებთ ლარის აწევას?

– ეგ ცოტა რთული საქმეა. მგონი, ამას მარტო ჩემი ძალა არ ეყოფა.

თეგები: ლაშა ტალახაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved