• რეკლამა
  • კონტაქტი
01:31, პარასკევი, 17 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორი მიმდინარეობა აქვს “დელტაკრონს” – ამირან გამყრელიძის განმარტება

ალია ავტორი - ალია
12:48 03-22-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
198

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა კორონაცირუსის ახალი ვარიანტის, “დელტაკრონის” მიმდინარეობაზე, რომლის ათობით შემთხვევაც უკვე გამოვლენილია მსოფლიოს ქვეყნებში.

გამყრელიძის თქმით, ეს არის კორონავირუსის დელტა და ომიკრონ შტამების ჰიბრიდი, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, გავრცელებითაც და კლინიკური მიმდინარეობითაც უფრო მეტად ომიკრონისკენ იხრება.

“მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანაში უკვე დაიწყო ცირკულირება ახალმა ჰიბრიდულმა შტამმა, რომელსაც ეძახიან დელტაკრონს და ჯერჯერობით არის ათეული შემთხვევები, მაგრამ შესაძლებელია, ეს გავრცელდეს. წინასწარი მონაცემები ამ შტამისა გახლავთ ის, რომ კი, მას აქვს წამოღებელი გარკვეული გენეტიკური ინფორმაცია დეტლასი და ასევე ომიკრონის, მაგრამ სჭარბობს ომიკრონის თვისებები და ისიც სწრაფად ვრცელდება. ჯერჯერობით, მისი კლინიკური მიმდინაროებაც არის უფრო ომიკრონისკენ, ვიდრე დელტასკენ, თუმცა, ეს მხოლოდ წინასწარი შედეგებია”, – ამბობს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძემ ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების რისკებიდან გამომდინარე, მისი პირადი რჩევაა, უპირბადოდ სიარულს გარეთაც მოვერიდოთ.

“შეგიძლიათ მოიხსნათ გარე სივრცეებში, არავინ არ დაგაჯარიმებთ, მაგრამ ჩემი პირადი რჩევა გახლავთ, რომ იქ, სადაც იკრიბება ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, 5-10 და ასე შემდეგ, საუბრობთ მეგობრები, სასურელია, რომ გაიკეთოთ პერიოდულად პირბადე. ჩემი საექიმო რჩევა იქნება, რომ ჯერჯერობით მაინც ვუფრთხილდეთ, რამეთუ ომიკრონი და ზოგადად კორონავირუსი საკმაოდ ვერაგი აღმოჩნდა, ისეთ სიურპრიზებს გვიმზადებს, რომელთა წინასწარ განჭვრეტაც არ არის ადვილი”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გაუქმდა ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!
ახალი ამბები

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!

21:01 04-16-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?
ახალი ამბები

როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?

15:35 04-16-2026
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა

12:44 04-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved