19 ივლისს ქუთაისში +3 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.
ფოთში დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ჭიათურაშიც წვიმს. დღე +31 გრადუსი, ღამით კი +28 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.
ბორჯომშიც ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი. დღისით +27 იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანია დღე ბაკურიანშიც, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღისით +3ო გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმას ვარაუდობენ, დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +18, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში +26 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც ანალოგიური ამინდია. დღე +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +28 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსი იქნება.
კომენტარები