12 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +30 და ღამით +22 გრადუსია მოსალოდნელი.
ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღე იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +28, ღამით კი 20 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღეა სოხუმშიც. +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზიანი ამინდია ნავარაუდევი, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 9 გრადუსი იქნება.
ბორჯომში უნალექო დღეა, +24 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 4 გრადუსი დაფიქსირდება.
ასეთივე ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 4 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +12, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.











კომენტარები