• რეკლამა
  • კონტაქტი
04:33, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ ვუმკურნალოთ კოვიდ 19-ს სახლის პირობებში? – ოფიციალური პროტოკოლი

ალია ავტორი - ალია
20:14 10-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ექიმი არჩილ მარშანია საზოგადოებას კორონავირუსის სახლში მკურნალობის წესებს უზიარებს, თუმცა, დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ პირველ რიგში ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდეთ:

„როგორ ვუმკურნალოთ კოვიდ 19-ის სიმპტომებს სახლის პირობებში:

გაფრთხილება: პირველ რიგში(!) დაუკავშირდით ოჯახის ექიმს, დარეკეთ ცხელ ხაზზე ან 112-ზე და მიიღეთ ოფიციალური ინსტრუქცია.

ინსტრუქციები შესაძლოა იცვლებოდეს.

ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები დაწერილია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის და საქართველოში კოვიდ19-ს ამბოლატორიული მართვის სახელმწიფო პროტოკოლის მიხედვით.

მხოლოდ ნიშნებისა და სიმპტომების საფუძველზე COVID-19-ის დიფერენცირება საზოგადოებაში შეძენილი სასუნთქი გზების ინფექციებისგან შეუძლებელია. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე უკონტროლო გავრცელების ფაზაში ვართ, ვერც „რისკის შემცველი“ კონტაქტის არარსებობით გამოვრიცხავთ კოვიდ 19-ს ინფექციას.

? მსუბუქი შემთხვევა – კორონავირულის ინფექციის მსუბუქ შემთხვევად ითვლება გაურთულებელი ზემო სასუნთქი გზების რესპირაციული ვირუსული ინფექცია. მსუბუქი დაავადების დროს პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მოთენთილობა, ხველა (ნახველით ან მის გარეშე), ანორექსია, სისუსტე, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, ქოშინი, ცხვირის გაჭედვა ან თავის ტკივილი, ყნოსვისა და გემოს დაქვეითება. იშვიათად, სიმპტომები შესაძლოა წარმოდგენილი იყოს დიარეით, გულისრევით ან პირღებინებით.

? ზოგადი რეკომენდაციები:

მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური წინასწარგანწყობაც, დაიმახსოვრეთ, რომ თუ სიმპტომები მსუბუქია სავარაუდოდ, ერთ კვირაში თავს უკეთ იგრძნობთ, ეს ცხადია არ უნდა გახდეს წესების უგულვებელყოფის მიზეზი, თუმცა აუცილებლად არის ოპტიმიზმის მიზეზი.

? ყოველდღიურად აკონტროლეთ სიმპტომები და ზოგადი მდგომარეობა, იქონიეთ მუდმივი კავშირი ოჯახის ექიმთან.

იყავით ყველასგან მაქსიმალურად იზოლირებული. გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარები მყარი ზედაპირების გასაწმენდად. მოერიდეთ ზურგზე წოლას, (ამოხველება მაგ დროს გართულებულია) მიიღეთ სითხეები. დღის განმავლობაში შეინარჩუნეთ ნორმალური ფიზაქტივობა. დაისვენეთ. ოთახი გაანიავეთ ხშირად ფანჯრის გაღებით (არ გამოიყენოთ ვენტილატორი, რადგანაც ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციის გავრცელებას).

? არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ანტიბიოტიკები ან/და ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებლები) თვითნებურად.

მაღალი ტემპერატურის >37,8 შემთხვევაში:

  • დაისვენეთ;
  • მიიღეთ სითხეები (წყალი);
  • მიიღეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი თუ გრძნობთ დისკომფორტს (შეათანხმეთ ექიმთან).
  • იბუპროფენის შესახებ გავრცელებული ხმები არის მითი, კოვიდ19-ს მიმდინარეობისას მისი მიღება შეიძლება.

? ხველა:

  • მოერიდეთ ზურგზე წოლას;
  • მიიღეთ თაფლი ჩაის კოვზით, მიიღეთ თბილი სითხეებიც (არ მისცეთ თაფლი 1 წლამდე ბავშვებს);
  • ხველის გაძლიერებისას, დაიწყეთ მედიკამენტური თერაპია, ექიმთან კონსულტაციის შედეგად.

?სუნთქვის გაძნელებისას:

  • დაუკავშირდით ექიმს;
  • გაანიავეთ და გააგრილეთ ოთახი (არ გამოიყენოთ ვენტილატორი);
  • ისუნთქეთ მშვიდად, შეისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით, ტუჩები ერთმანეთთან ახლოს (სანთლის ჩაქრობისას როგორი პოზიციაც აქვს ტუჩებს);
  • ოდნავ წინ გადახრის პარალელურად დაეყრდენით მუხლებს ან ნებისმიერ მყარ ადგილს და ისე ისუნთქეთ.
  • მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
თეგები: არჩილ მარშანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved